ელასტიური წინდა “ახალი ხედვის” მაღაზიებში

ელასტიურ წინდებს მრავალმხრივი დანიშნულებით გამოიყენებენ. მას აქტიურად ატარებენ სპორტსმენები და ორსულები, თუმცა მაინც მათი ძირითადი მომხმარებლები ვარიკოზით დაავადებული ადამიანები არიან. ეს პროდუქტი ეფექტურია, როგორც ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ, ასევე ვარიკოზის პრევენციისთვის. ეს პროდუქტი ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის - რაც ვარიკოზის შემთხვევაში ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ ჩნდება. ელასტიური წინდა:
● ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
● ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
● ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;
● ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
● უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის კომპრესიული გეტრებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია „ახალი ხედვის“ საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათ შორის ერთ-ერთია შვეიცარიული ბრენდის SIGVARIS-ის ვარიკოზული ვენების სამკურნალო და საპროფილაქტიკო წინდები, რომლის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა". SIGVARIS შევიცარიული კომპანიაა 150 წლიანი გამოცდილებით და იგი დაარსების დღიდან სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის წარმოებაში გლობალური ბაზრის ლიდერია. კომპანია სამედიცინო პროდუქციასთან ერთად მომხმარებელს პროფილაქტიკურ და ყოველდღიური მოხმარების ვარიკოზის მოვლის საშუალებებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
● ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
● მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
● ანტი-თრომბოემბოლიური წინდა - ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებს შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ონლაინ მაღაზიის მეშვეობითაც ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლია.