ფართოდ გავრცელებული ტრავმები სირბილის დროს

ტრავმების მიღების რისკი ყველაზე მაღალია სპორტსმენებში. მათი გადატვირთული ცხოვრების წესი და  ფიზიკური აქტივობა ხშირად იწვევს სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებას. განსაკუთრებით  ტრავმის მიღების ალბათობა მატულობს სირბილის დროს, რადგან არასწორი მოძრაობით შესაძლოა დაჭიმულობა, ღრძობა ან  მოტეხილობა მივიღოთ.  სირბილის დროს ყველაზე გავრცელებული ტრავმებია:

მორბენალის მუხლი - მუხლის ტკივილი, როგორც წესი, გამოწვეულია თეძოების ან ტერფების სისუსტით ან სირბილის მანძილის ძალიან სწრაფად გაზრდით, ასე რომ გაარკვიეთ მიზეზი და ნუ ეცდებით ტკივილის მოთმენას.

პლანტარული ფასციიტი - ეს  არის ქსოვილის სქელი ზოლი თქვენი ფეხის ქვედა ნაწილში, რომელიც ვრცელდება ქუსლიდან ფეხის თითებამდე. როდესაც ანთება ვრცელდება პლანტარული ფასციაზე, ვითარდება პლანტარული ფასციიტი. სიმპტომები მოიცავს ქუსლის ტკივილს, რომელიც  სირბილის შემდეგ ძლიერდება.

ტერფის დაჭიმვა -  მიუხედავად იმისა, რომ გახურება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სხვადასხვა სახის დაზიანებები, უეცარმა გაჭიმვამ ან იოგების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს ტერფის ტკივილი და დაჭიმვა. მორბენალს ეს სიმპტომი თავს ახსენებს ძირითადად არასწორ ზედაპირზე სირბილისას.

აქილევსის მყესის ანთება - ამ დროს ტკივილი  ფეხის უკანა ზედაპირზე ან ქუსლის ძვალთან ფიზიკური აქტივობის შემდეგ ჩნდება. ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად მორბენალ ათლეტებში ვითარდება, აქილევსის მყესის ჭარბი დატვირთვის გამო, ამიტომ ვარჯიშის პროცესში მორბენალმა სარბენი მანძილი და ხანგრძლივობა ნელ-ნელა უნდა გაზარდოს.

ორთოპედიული ფიქსატორები

სხვადასხვა ტიპის ტრავმის დროს მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად გამოიყენება ორთოპედიული ფიქსატორები. ამ პროდუქტების ფართო არჩევანი არის წარმოდგენილი კომპანია „ახალ ხედვაში“. აქ თქვენ შეძლებთ კისრის, მხრის, წელის, მუხლის, კოჭის და სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორის შეძენას. გარდა ორთოპედიული ფიქსატორებისა, “ახალი ხედვა” მორბენალ ათლეტებს ვარჯიშის დროს ტერფზე ზეწოლის თანაბრად გადანაწილებისა და კომფორტული გადაადგილებისთვის სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინი ჯგუფი  დაინტერესებულ პირებს პროდუქტების შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს და თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ თბილისის ფილიალებსაც, რომლებიც დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდებარეობს. გარდა ამისა, პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდით - კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.