იდაყვის ამოვარდნა - სიმპტომები და მკურნალობის გზები
იდაყვის ამოვარდნის დროს სახსარში მონათესავე ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივად სცილდება. ეს, ძირითადად, ტრავმას უკავშირდება. მაგალითად, ბავშვებში ძალიან ხშირია გაშლილ ხელზე დაცემა - რაც იდაყვის ამოვარდნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. სხეულის ეს ნაწილი რთული აგებულების სახსარია, რომელიც მრავალი მოქმედების განხორციელებაში გვეხმარება, ამიტომ, ყოველდღიურ ცხოვრებაში იდაყვის ტკივილი ძალიან შემაწუხებელი და ხელისშემშლელი ხდება. რთულია ამ დროს მკლავის გაშლა და მოხრა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემის გამოსასწორებლად სწორი მკურნალობა დავგეგმოთ, მივყვეთ ექიმის რჩევებს და მალევე გავხდეთ ისეთივე შრომისუნარიანები, როგორებიც იდაყვის ამოვარდნამდე ვიყავით.
იდაყვის ამოვარდნის სიმპტომები
იდაყვის ამოვარდნას თან ისეთი ტკივილები ახლავს, რომლის დროსაც ხელის გამართვა თითქმის შეუძლებელია. მისი დაზიანება დისკომფორტს იწვევს და ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება ყოველდღიური საქმის კეთება. იდაყვის ამოვარდნა ზოგ შემთხვევაში თვალითაც შესამჩნევია, რადგან ამ დროს დაზიანებული მკლავი უმოძრაოდაა და თითქოს ადამიანი მას ჩამოკიდებულს ატარებს. ამოვარდნილი იდაყვის სიმპტომებია:
● მოძრაობის შეზღუდვა;
● ძლიერი ტკივილი;
● შეშუპება;
● ჩალურჯება სახსრის გარშემო.
იდაყვის ამოვარდნა და მისი მკურნალობა
იდაყვის ამოვარდნის დროს ძვალი თავის საწყის მდგომარეობას შეიძლება, ექიმის ჩარევის გარეშე დაუბრუნდეს, ხშირ შემთხვევაში კი მისი ჩასმა არის აუცილებელი. ამ პროცედურამდე პაციენტს ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ. იდაყვის ანატომიურ მდგომარეობაში დაბრუნების შემდეგ, ტკივილის შესამცირებლად სახსრის მოსვენება აუცილებელია. ადამიანები გამოწვეული დისკომფორტის შესაჩერებლად სახსრის მოხრილ მდგომარეობაში შენარჩუნებას ცდილობენ, რამაც დამატებითი გართულება - კონტრაქტურის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ ამ დროს რეკომენდებულია იდაყვის ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქციის დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მრავალმხრივ სამედიცინო პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა კომპანია გორში, ქუთაისსა და ბათუმში 12 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდების იდაყვის ფიქსატორებს სთავაზობს, როგორიცაა - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. არსებობს ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება . თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს, შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენება, რომელიც ანტიალერგიული მასალისგანაა დამზადებული. განვიხილოთ კომპანია “ახალი ხედვის” იდაყვის რამდენიმე ფიქსატორი:
● იდაყვის სტანდარტული ფიქსატორი - მისი დამატებითი ღვედები მეტ ფიქსაციას უზრუნველყოფს და ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს. იდეალურია ტრავმების სამკურნალოდაც.
● იდაყვის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.
● ეპიკონდილიტის ბანდაჟი - გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს ხსნის დატვირთვას მყესზე და ამცირებს ტკივილს.