იდაყვის ღრძობა
იდაყვის ღრძობა შეიძლება სახსრის შემადგენლობაში შემავალ სამივე - სხივის, იდაყვისა და მხრის ძვალს მოიცავდეს. მას თან ისეთი ტკივილები ახლავს, რომ ხელის გამართვა თითქმის შეუძლებელია. იდაყვი რთული, კომპლექსური სახსარია, რომლის მეშვეობითაც მოხრა,გაშლა და ხელის ბრუნვა შეგვიძლია. ამიტომ იდაყვის დაზიანება რთულად აისახება ყოველდღიურობაზე და დისკომფორტს იწვევს საქმის კეთების დროს. იდაყვის ღრძობა ასევე ხშირად გამოწვეულია ზედმეტი ფიზიკური დატვირთვით, უეცარი დაცემით, დარტყმით და სხვა სახის იდაყვის ტრავმით.
იდაყვის ღრძობის სიმპტომები
ძვლები ერთმანეთს უკავშირდება სახსრებითა და მათთან მიმაგრებული ძლიერი იოგების მეშვეობით, იდაყვის დაზიანების დროს კი შესაძლოა ისინი გაწყდეს ან დაიჭიმოს. ასევე იდაყვის ტრავმა ხშირად უკავშირდება კუნთებისა და მყესების გახევა-გაგლეჯვას. იდაყვის ღრძობის სიმპტომებია:
● მოძრაობის შეზღუდვა;
● ძლიერი ტკივილი;
● შეშუპება;
● ჩალურჯება სახსრის გარშემო.
იდაყვის ღრძობა და ხელის მოტეხილობა ზედა კიდურის დაზიანებებში ყველაზე გავრცელებული პრობლემებია, რომლებსაც თან საკმაოდ შემაწუხებელი ტკივილები ახლავს.
იდაყვის ღრძობის მკურნალობა
იდაყვის ღრძობის მკურნალობას ექიმები სიმპტომებისა და ფიზიკური გასინჯვის შედეგების მიხედვით ნიშნავენ. ამის შემდეგ მკურნალობის საწყის ეტაპზე ისეთი მოძრაობები უნდა შეიზღუდოს, რომლებიც მოხრისას ტკივილს იწვევს. მტკივნეული ადგილი კი უნდა დაფიქსირდეს სწორად - ამისთვის საჭიროა იდაყვის ფიქსატორები. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში ბაზარზე აღიარებული ისეთი ექსკლუზიური ბრენდების იდაყვის ფიქსატორებია წარმოდგენილი, როგორიცაა - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს იდაყვის ფიქსატორები, რომლებიც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოთ. თუმცა, მსუბუქი დაზიანებების ან სპორტული ტრამვების დროს შესაძლოა იდაყვის სტანდარტული ფიქსატორის გამოყენებაც. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
• სტანდარტული იდაყვის ფიქსატორი - ფიზიკური დატვირთვის დროს სახსარს დაზიანებისგან იცავს და ტრავმების სამკურნალოდ გამოიყენება.დამზადებულია ანტიალერგიული ნეოპრინის მასალისგან. აქვს დამატებითი ღვედი მეტი ფიქსაციისათვის.
• ეპიკონდილიტის ბანდაჟი - გამოიყენება იდაყვის სახსრის მყესების ანთების ან დაზიანების დროს. ეპიკონდილიტის დროს მყესზე დატვირთვას ხსნის და ამცირებს ტკივილს.
• იდაყვის ნაქსოვი დამჭერი კი იდაყვის სახსრის მყესების და ძვლისსაზრდელას ანთების დროს გამოიყენება.დამზადებულია ელასტიური, ჰაერგამტარი ნაქსოვი მასალისგან. ორივე მხრიდან აქვს სილიკონის ჩანართი და დამატებითი ღვედი.
• იდაყვის ორთეზი - უზრუნველყოფს იდაყვის სახსრის კონტროლირებულ იმობილიზაციას. იგი გამოიყენება მოტეხილობის, ღრძობის ან ართროზის დროს. სახსარს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და დაზიანებისგან იცავს.
იდაყვის ფიქსატორების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 12 მაღაზიაში. ეს პროდუქცია ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ რეჟიმში შესაძენად. სასურველ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებთ.