ინდივიდუალური სუპინატორების შეკერვა

ინდივიდუალური სუპინატორების შეკერვა თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ხდება. ინდივიდუალური ღაბაშის გამოყენების მიზეზი და მიზანი მრავალმხრივია. ძირითადად მას ატარებენ ადამიანები წვივის ტრამვებისა და ბრტყელტერფიანობისას - ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობა შეიძლება წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სუპინატორებზე  მოთხოვნა საკმაოდ დიდია. 

როგორ ხდება სუპინატორის შეკერვა?

კომპანია “ახალი ხედვა”  პაციენტებს ინდივიდუალური სუპინატორების დამზადების შესაძლებლობას აძლევს. სამედიცინო ჯგუფი საქართველოში წარმოდგენლია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით, სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრასენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რის საფუძველზეც ინდივიდუალური სუპინატორი მზადდება. ამ პროდუქტის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება. 

დამატებით რა უნდა ვიცოდეთ სუპინატორის შეკერვაზე?

ინდივიდუალური სუპინატორის შეკერვისთვის საჭიროა ეწვიოთ კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრებს. პროდუქტის დამზადების მაქსიმალური ვადა - 3 სამუშაო დღეა. რაც შეეხება ტერფის კვლევის პროცედურას - ტერფის კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან. ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებისთვის კი  აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. დაინტერესების შემთხვევაში ასევე შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 032 218 25 38