ბრტყელტერფიანობა - სიმპტომები და მკურნალობის გზები

ბრტყელტერფიანობა არსებობს როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმა კი სტატიკური (შეძენილი) ბრტყელტერფიანობაა, რომელიც წონის მატებითა თუ ტერფის რეგულარული ჭარბი დატვირთვით არის გამოწვეული.  არის შემთხვევები, როდესაც ეს დაავადება ვითარდება ორსულობის დროს ან არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ტარების შემდეგ. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა: ტკივილი, დაღლა, სიმძიმის შეგრძნება და დისკომფორტი კოჭ-წვივის სახსარში. იქიდან გამომდინარე, რომ ბრტყელი ტერფი შესაძლოა, ხერხემლის გამრუდების, ვენური უკმარისობისა ან სხვა გართულებების მიზეზი გახდეს, ბრტყელტერფიანობის გამომწვევ მიზეზებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და სწორი მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოს. 

ბრტყელტერფიანობის სიმპტომები და მისი დიაგნოსტიკა

ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის შემცირება. არსებობს მოსაზრება, რომ ბრტყელი ტერფი ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მძიმე ფიზიკური მუშაობის შესრულება ან ახასიათებთ სახსროვანი და კუნთოვანი აპარატის თანდაყოლილი სისუსტე. ბრტყელტერფიანობის დასადგენად საჭიროა დიაგნოსტიკის ჩატარება. კომპანია “ახალი ხედვა” ტერფის ბაროპორომეტირულ დიაგნოსტიკასა და პოდოსკანირებას Diasu-ს უახლესი თაობის ულტრასენსორული აპარატურით გვთავაზობს. მიღებული შედეგებით კი ფასდება ტერფის მდგომარეობა და დეტალური ინფორმაცია გროვდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • ტერფის დეფორმაციის ხარისხი;
  • ტერფის ფორმა;
  • ყრდნობის ფართი;
  • სიმძიმის ღერძი და სხვ.

ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის შემდეგ ტერფის მდგომარეობისა და არსებული პრობლოემების გათალისწინებით ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი სახის სუპინატორი სჭირდება პაციენტს, ინდივიდუალური ღაბაში თუ მზა - სტანდარტული სუპინატორი.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა

თუ ტერფების ტკივილის  მიზეზი ბრტყელტრფიანობაა, მაშინ  მისი მართვის რამოდენიმე მეთოდს შეგვიძლია მივმართოთ. ეს გულისხმობს - ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიასა და სამკურნალო ფიზკულტურას. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად უმნიშვნელოვანესია ბრტყელტერფიანობის კვლევა და სუპინატორის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი გვეხმარება ბრტყელი ტერფის კორექციაში, ტერფს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და კიდურებში ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.

კომპანია "ახალი ხედვის" ორთოპედიული სუპინატორები

ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს  სთავაზობს. “ახალი ხედვის” 13 ფილიალში  წარმოდგენილია ბაუერფეინდის / Bauerfeind , მორსასა / MorsaCyberg და ბერგერის / Berger ორთოპედიული სუპინატორები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის,სუპინატორი Comfort Business B-200. სუპინატორების ამ მოდელს გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც აქტიური ფიზიკური დატვირთვა აქვთ და ხშირად ეღლებათ ფეხები. გარდა ამისა, სუპინატორის გამოყენება ვენებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებასაც აქრობს. მისი ზედაპირი დამზადებულია ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ სუპინატორის გამოყენება.