ხერხემლის ტკივილი

 

ხერხემლის  ტკივილი წერის არეში ხშირად თავს იჩენს იმის გამო, რომ სახსრები, კუნთები, დისკები და ნერვები სწორად არ ფუნქციონირებენ. ასეთ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:

სქოლიოზი; 

ზურგის კუნთების სპაზმები; 

მალთაშორისი დისკების დეფექტი და სხვა დაავადებები.

გამომწვევი მიზეზები:

დაავადებების გარდა, ხერხემლის ტკივილი წერის არეში  შეიძლება უკავშირდებოდეს უბედური შემთხვევებსა და დაზიანებებს. ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს:

ავტოავარიები;

მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება;

დაცემა;

კუნთების დაჭიმვა და მოტეხილობები. 

ამ დაზიანებებმა შეიძლება სერიოზული ფიზიკური პრობლემები გამოიწვიოს.

როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის ტკივილს წელის არეში?

ხერხემლის ტკივილის მკურნალობა მარტივი არ არის. ამ პრობლემას უმკლავდებიან როგორც მედიკამენტების მიღებით, ასევე ვარჯიშებით, მასაჟებითა და ფიზიოთერაპიით. ასევე, ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. მათ მომხმარებლები იყენებენ როგორც  პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ხერხემლის ფიქსატორები. აღნიშნული ფიქსატორები აფიქსირებს წელის ან მთლიანად ზურგის არეს, ამცირებს დატვირთვას მასზე და შესაბამისად ხსნის შემაწუხებელ დისკომფორტს. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების პროდუქციას ხელმისაწვდომ ფასად, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე მაღაზიებში სთავაზობს. მათი შეძენა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველი ნივთის შერჩევას და გამოწერას მარტივად შეძლებთ. 

როგორ ავირიდოთ თავიდან ხერხემლის ტკივილი წელის არეში? 

ხერხემლის ტკივილის დროს:

ივარჯიშეთ, იზრუნეთ კუნთების სიძლიერესა და მოქნილობაზე;

შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა;

შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება;

შეინარჩუნეთ სხეულის სწორი მდგომარეობა როგორც ჯდომისას, ისე დგომის დროს.