კისრიდან ხელში გადაცემული ტკივილი

კისრის არეში ტკივილი ხშირად ხელის, მხრის ან თითების მიმართულებით ვრცელდება. ეს საკმაოდ გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემაა, რომელსაც განსახვევული ხასიათის შეგრძნებები ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა იყოს წვის ან ჩხვლეტის შეგრძნებით, რასაც ხშირად თან ახლავს კიდურის დაბუჟება და კუნთების სისუსტე. ამ პრობლემის მკურნალობა კომპლექსურია და მიმართულია როგორც სიმპტომების შემსუბუქებისკენ, ისე გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისკენ. მკურნალობისპროცესში შეიძლება მივმართოთ მედიკამენტოზურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას და ამავდროულად, გამოვიყენოთ სხვადასხვა ორთოპედიული საშუალებები ტკივილის შესამცირებლად. 

კისრიდან ხელში გადაცემული ტკივილის მიზეზები

კისრის მალებიდან ხელისკენ უამრავი ნერვული დაბოლოება მიემართება. როდესაც ეს ნერვები იჭყლიტება ან ღიზიანდება, ტკივილის იმპულსი მთელ კიდურზე ვრცელდება. ამ პროცესს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

  • მალთაშუა დისკის პროტრუზია - ეს არის მდგომარეობა, როდესაც დისკის ჟელესებრი გული გარეთ იწევს, თუმცა მისი გარსი ჯერ კიდევ მთლიანია. კისრის არეში განვითარებული პროტრუზია ხშირად აწვება ნერვულ ფესვებს, რაც იწვევს მწვავე ტკივილს, დაბუჟებასა და სისუსტეს მხარსა და ხელში.
  • მალთაშუა თიაქარი -  პროტრუზიისგან განსხვავებით, ამ დროს დისკის გარსი სკდება და შიგთავსი პირდაპირ აწვება ნერვს.
  • ოსტეოქონდროზი და სპონდილოზი -  ხერხემლის ასაკობრივი ცვლილებები, ძვლოვანი წანაზარდები (ოსტეოფიტები) და ხრტილის გაცვეთა, რაც ავიწროებს ნერვების გამოსასვლელ არხებს.
  • კუნთების გადაძაბვა და სპაზმი - არასწორი ჯდომა, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა ან ტელეფონში თავდახრილი ყურება კისრის კუნთების ჰიპერტონუსს იწვევს, რაც ნერვებზე დამატებით ზეწოლას ქმნის.
  • ტრავმები -  ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ვითარდება.

კისრიდან ხელში გადაცემული ტკივილის მკურნალობა 

კისრის სწორ პოზიციაში დაფიქსირება, დატვირთვის შემცირება და ძილის დროს ხერხემლის ანატომიური მდებარეობის შენარჩუნება საგრძნობლად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. ამ მიმართულებით მომხმარებლებს კომპანია  „ახალი ხედვა“ მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომია უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქტები, რომლების კისრიდან ხელში გადაცემული ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • კისრის ორთოპედიული ბალიში - გამოიყენება ოსტეოქონდროზის, ცერვიკლაური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრისა და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. კისრის ორთოპედიული ბალიშები ეფექტურია იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც აქვს დარღვეული ძილის რეჟიმი. 
  • კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას კისრის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
  • სამგზავრო ბალიში - ამ პროდუქტის გამოყენება მნიშვნელოვანია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. მისი ფორმა დაგეხმარებათ,რომ თავი და კისერი სწორ პოზიციაში დააფიქსიროთ და სატრანსპორტო საშუალებით ხანგრძლივი გადაადგილება თქვენთვის ნაკლებად დისკომოფრტული იყოს. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის სწორად მოწყობა, რათა თავიდან ავიცილოთ კისრის ზედმეტი გადახრა  და სამკურნალო ვარჯიშები, რომელიც მიმართულია კისრის კუნთების გაძლიერებასა და ხერხემლის განტვირთვაზე.