კისრის ბალიში - როდის არის საჭირო მისი გამოყენება?
გადატვირთული სამუშაოსა და ხანგრძლივი ჯდომის დროს ადამიანები კისრის ბალიშებს იყენებენ. სამედიცინო ბაზარზე ამ პროდუქტის სხვადასხვა მოდელი არის წარმოდგენილი. მაგალითად, კისრის გასაბერი ბალიში დაძაბული რეჟიმის დროს მდგომარეობას გვიმსუბუქებს. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება. მისი გამოყენება, ასევე, ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატული ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს კისრის ტკივილის შემსუბუქებას და ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას.
რა ტიპის კისრის ბალიშებს გთავაზობთ ახალი ხედვა?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
● კისრის ორთოპედიული ბალიში - განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
● სამგზავრო ბალიში - იდეალურია მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ამ პროდუქტს ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას, ამიტომ მგზავრობის დროს ამ ნივთის ტარება მნიშვნელოვანია.
აღნიშნული პროდუქცია ლატექსის მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. კომპანია მთელი საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შერჩეული სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟმშიც არის შესაძლებელი, შეკვეთას კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში კურიერის მომსახურებით მიიღებთ. პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან. კონსულტაციისთვის დარეკეთ: 577 111 241 ან 577 555 925.