კისრის ბალიში - როდის და რატომ უნდა გამოვიყენოთ?

კისრის ბალიშის გამოყენების არეალი საკმაოდ დიდია. ამ პროდუქტს ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში, განსხვავებული პრობლემებისა და მიზნების გამო იყენებენ. თუმცა, მისი ტარების  ძირითადი  მიზეზი ერთია - კისრის ტკივილი. კისრის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნას უკავშირდება. სამწუხაროდ, დღესდღეობით კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს. ეს პრობლემა ხშირ შემთხვევაში უკავშირდება:

კუნთის დაჭიმულობას;

სახსრების გაცვეთას;

ნერვის კომპრესიას;

ტრავმას;

უხერხულ მოძრაობას;

სიმძიმეების აწევას.

ასევე ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: 

ართროზი;

თიაქარი;

ოსტეოქონდროზი;

კისრის ბალიშის ბენეფიტები:

კისრის ბალიშები დიდ როლს ასრულებს როგორც სხვადასხვა პრობლების  მართვის, ასევე დაავადების მკურნალობისა თუ რეაბილიტაციის პროცესში. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი თურქული ბრენდების -  Morsa Cyberg/მორსასა და BERGER/ბერგერის კისრის ორთოპედიულ ბალიშებს სთავაზობს. მორსა/MorsaCyberg - თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს  მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აწვდის. Morsa Orthopedics მომხმარებელს სთავაზობს 200-ზე მეტ პროდუქტს, საქართველოში კომპანია „ახალი ხედვა“ Morsa Orthopedics ექსკლუზიური პარტნიორია.  „ახალი ხედვის“ მაღაზიებში წარმოდგენილი კისრის  ბალიშები  ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტი-ალერგიული ქსოვილი აკრავს. 

კისრის ბალიში - გამოიყენება კისრის ოსტეოქონდროზის, ცერვიკალური კიფოზის, მალთაშუა დისკის თიაქრის და ხერხემლის სხვა პრობლემების დროს. ის უზრუნველყოფს კისრისა და მხრის კუნთების, ხერხემლის სვეტის და სასუნთქი გზების სწორი ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებას ძილის დროს.

კისრის გასაბერი ბალიში - საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას. 

კისრის ორთოპედიული ბალიში -  განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

სამგზავრო ბალიში -  მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის იდეალურია. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ამ პროდუქტს ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას, ამიტომ  მგზავრობის დროს ამ ნივთის ტარება მნიშვნელოვანია.

ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა მაღაზიებისა, კისრის ბალიშების შეძენა ხდება ონლაინ მეთოდითაც, ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირება და სასურველი ნივთის გამოწერაა საჭირო.