კისრის ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანი “ახალ ხედვაში”
კირის ტკივილი ხშირად უკავშირდება არასწორ მდგომარეობაში ძილს, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასა და სტრესს. ალბათ, გსმენიათ, რომ არსებობს სხეულის სწორი და არასწორი პოზები, ზოგიერთ პოზას ხერხემლის ტკივილის გამოწვევაც შეუძლია. ამიტომ, თუ დიდი ხნის განმავლობაში ერთ მდგომარეობაში ჯდომა გიწევთ მუშაობის დროს, ეცადეთ:
● ხშირად შეცვალოთ პოზიცია;
● მოაწყეთ სამუშაო სივრცე კომფორტულად;
● რეკომენდებულია, გამოიყენოთ ზურგისა და დასაჯდომი ორთოპედიული ბალიში და სხვ.
კისრის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს და ადამიანების უმრავლესობას ერთხელ მაინც განუცდია ეს პრობლემა. კისრის არეში დისკომფორტის შეგრძნება ხშირია და ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. კისრის ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:
● კუნთების დაჭიმულობა;
● სახსრების გაცვეთა;
● ნერვის კომპრესია;
● უხერხულ მოძრაობა;
● სიმძიმეების აწევა და სხვ.
კისრის ტკივილი ახლა თითქმის ყველა ასაკის ადამიანში გვხვდება. მათ, შორის ბავშვებში - დიდი დროით სმარტფონის გამოყენება კისრის კუნთების დაჭიმულობას იწვევს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში ყოფნის პერიოდში სპეციალური ვარჯიშები გააკეთოთ, რაც მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. კუნთებისთვის ასევე, იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა საზიანოა კუნთებისთვის, თუმცა, უმოძრაო რუტინა ასევე ხშირად ხდება კუნთების ტკივილის მიზეზი. ამიტომ ვარჯიშების ინტენსივობა ოპტიმალური უნდა იყოს. გარდა ამისა, კუნთების დაჭიმულობის დროს მიზანშეწონილია სხვადასხვა ორთოპედიული პროდუქტის გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● კისრის ფიქსატორი - ზღუდავს კისრის მოძრაობას და სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამსუბუქებს. ამ პროდუქტის გამოყენება საკმაოდ მრავალმხრივია. მას შეუძლია კისერი ტრავმებისგან დაიცვას, თავი ნეიტრალურ პოზიციაში დააფიქსიროს და ხერხემლის არეში დაჭიმულობის შეგრძნებაც მოხსნას. მისი ბამბის ზედაპირი კი მომხმარებლებს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.
● კისრის გასაბერი საყელო - საუკეთესო საშუალება კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
● კისრის სტაბილიზატორი - გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს ან კისრის მალების დეფორმაციის პრევენციისთვის. ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და ხელს უწყობს კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას.
კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში კისრის ფიქსატორები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი. პროდუქცია ხელმისაწვდომია S, M, L,XL და XXL ზომებში, რაც შეეხება ხარისხს, სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილ, ექსკლუზიური ბრენდების კისრის ფიქსატორებს სთავაზობს. კომპანია „ახალი ხედვა“ ასევე, აქტიურად მუშაობს როგორც, იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური, სპეციალიზებული შეკვეთების მიმართულებით. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის ხელმისაწვდომი.