კისრის ნერვის ანთება - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
კისრის ნერვის ანთებას მწვავე ტკივილი ახასიათებს, რომელიც ადამიანებს ქმედითუნარიანობას აკარგვინებს. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი,რომელიც კისრის,თავის ქალას და სახის მიდამოს კვებასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს. გარდა ამისა, კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. ასე რომ, კისერი ჩვენი სხეულის აგებულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი ტკივილი ადამიანებში დიდ დისკომფორტს იწვევს.
რა იწვევს კისრის ნერვის ანთებას?
კისრის ნერვის ანთების დროს ხელხემლის ზედა ნაწილის მალთაშუა დისკი განიცდის დეგენერაციას და ნერვს აწვება. დეფორმირებული დისკი ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს,რასაც შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. თუმცა, შესაძლოა დისკი შიგნითაც ჩაიზნიქოს - ამ დროს ის აწვება ზურგის ტვინს, აფერხებს თავ-ზურგტვინის სითხის მიმოცვლას და ცერებრულ სიმპტომებს იწვევს. ნერვის ანთებას , როგორც აღვნიშნეთ, მწვავე კისრის ტკივლი ახასიათებს. მისი გაგმოწვევი მიზეზებია:
● არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა/ ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა;
● შაქრიანი დიაბეტი;
● სისტემური აუტოიმუნური დაავადებები;
● სიმსუქნე;
● ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
კისრის ნერვის ანთებასაც ახასიათებს მსგავსი სიმპტომები:
● ძლიერი ტკივილი
● დაბუჟება
● სიხლძარღვოვანი დარღვევები
როგორ ვუმკურნალოთ კისრის ნერვის ანთებას?
კისრის ნერვის ანთების მკურნალობა შესაძლოა სხვადასხვა მეთოდით. მათ შორის არის მედიკამენტური და ფიზიო თერაპია. ამ დროს ტკივილის შემცირებისა და იმობილიზაციის მიზნით რეკომენდებულია ფიქსატორების გამოყენებაც. კისრის ორთოპედიული ფიქსატორების ფართო არჩევანია კომპანია “ ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს ამ პროდუქციას თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 12 ფილიალში სთავაზობს. “ახალი ხედვის” უმაღლესი ხარისხის კისრის ფიქსატორების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● კისრის სტაბილიზატორი - გამოიყენება ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქრის დროს,ასევე ხელს უწყობს კისრის მალების დეფორმაციის პრევენციას. ის ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს.
● ნახევრად რბილი და რბილი კისრის კორსეტები - ხელს უწყობს კისრის მოძრაობის იმობილიზაციას. გამოიყენება კისრის კუნთების დაჭიმვის, კისრის ოსტეოქონდროზის და დისკის თიაქრის დროს.
● ფილადელფიის კისრის ორთეზი - ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას ხერხემლის გასწვრივ. უზრუნველყოფს მოძრაობის აბსოლუტურ შეზღუდვას კისრის მალების მოტეხილობისა და მალთაშუა დისკის თიაქრის დროს.