კომპრესიული წინდები - შეარჩიეთ საუკეთესო ორთოპედიული პროდუქტები

 

კომპრესიული წინდების მეშვეობით სტაბილურდება სისხლის მიმოქცევა და ამავდროულად, ხელი ეშლება თრომბების წარმოქმნას. ეს პროდუქცია გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში და სხვადასხვა დაავადების პრევენციისთვის. ძირითადად, მომხმარებლები ამ პროდუქტს ვარიკოზის არსებობის შემთხვევაში, ორსულობის დროსა და  ხანგრძლივი მგზავრობის დროს ატარებენ. 

კომპრესიული წინდების ბენეფიტები

კომპრესიული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ. ეს პროდუქტი:

აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;

ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში;

ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.

როგორ შევარჩიოთ კომპრესიული წინდები

კომპრესიულ წინდებს კლასების მიხედვით განასხვავებენ:

პირველი - გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.

მეორე და მესამე კლასის  - ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.

 განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი - გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

მუხლამდე წინდა - გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა -  ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. 

სად შევიძინოთ კომპრესიული წინდები

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის კომპრესიულ წინდებს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასად საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - Sigvaris, Medi.