ლავიწის ძვლის მოტეხილობა და ტკივილი

ლავიწის ძვლის მოტეხილობა  და ტკივილი ხშირია, განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში. იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის ეს ნაწილი უშუალოდ კანქვეშ მდებარეობს და მცირე კუნთოვანი მასით არის დაფარული, მოტეხილობის დროს ადვილად შესამჩნევია შეშუპება და დეფორმაცია. ლავიწის ძვლის მოტეხილობა ხშირად უკავშირდება წაქცევას, სპორტულ ტრავმასა და ავტოსაგზაო შემთხვევას. ამ დროს ლავიწის ძვლის იმობილიზაცია უნდა მოხდეს, ზოგჯერ, კი  ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო.

რა სიმპტომები ახასიათებს ლავიწის ძვლის მოტეხილობას?

ლავიწის ძვალი აკავშირებს მკერდის ძვლის ზედა ნაწილს ბეჭის ძვლის კიდესთან და მოტეხილობის დროს მოძრაობას ტკივილი ახლავს თან.  ლავიწის დაზიანება მოიცავს მის ნაწილობრივ ან სრულ დაშორებას/გათიშვას მხრის ძვალთან მიმაგრების ადგილიდან. ის ძირითადად მხრის გვერდით ზედაპირზე დაცემისას ვითარდება. ზოგჯერ ლავიწის ძვალი მიმაგრების ადგილზე გამოშვერილია, რის გამოც ვიზუალურად მუდმივად  ჩანს. ლავიწის ძვლის მოტეხილობას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

ტკივილი;

დაზიანებულ ადგილის  სირბილე;

ტკივილი შეხების, გადაადგილებისა და ზეწოლის დროს;

ჰემატომა კანქვეშ;

დაზიანებული ნაწილის დეფორმაცია. 

ლავიწის ძვლის ოპერაცია და მკურნალობა

თუ, ლავიწის ძვლის მოტეხილობის ფორმა იმდენად რთულია, რომ სპეციალისტმა ქირურგიული ჩარევა ჩათვალა საჭიროდ გაითვალისწინეთ, რომ ოპერაციის შემთხვევაში დაზღვეული იქნებით ნებისმიერი არასასურველი ეფექტისგან. ხოლო, თუ დაზიანება მკურნალობას ექვემდებარება მაშინ, ამ დროს რეკომენდირებულია ლავიწის ძვლის ფიქსატორის გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებასა და რეაბილიტაციის პერიოდის დაჩქარებას. მათი დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ამ პროდუქციას თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში აწვდის. სამედიცინო ჯგუფის 13 ფილიალში წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ფიქსატორები. ფილიალებში თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული ბრენდების პროდუქტები ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი და  ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. მაღაზიების გარდა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის ხელმისაწვდომი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ.  თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ