მკერდის ფართოდ გავრცელებული პრობლემები
სარძევე ჯირკვლის განვითარებასთან ერთად, ხშირია ქალებში მკერდზე ცვლილებები და დაავადებები. მათზე ზემოქმედებას ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური ჰორმონული ცვლილებები ახდენს. სარძევე ჯირკვლის წარმონაქმნს საფუძვლად შეიძლება ედოს სარძევე ჯირკვლის კიბო, ცისტა, ფიბროადენომა, ფიბროზულ-ცისტური სარძევე ჯირკვალი, ჰამარტომა – სარძევე ჯირკვლის არაავთვისებიანი სიმსივნე, დაზიანება ან ტრავმა. მკერდის დაავადებები შეიძლება კეთილ და ავთვისებიან დაავადებებად დაიყოს. უმრავლესობა კეთილთვისებიანია და სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მკერდის ფართოდ გავრცელებული პროლემებია:
● ფიბროზულ-ცისტოზური ცვლილებები - ოდესმე მაინც ჰქონია ქალების ნახევარზე მეტს. ისინი უმეტესად 20-დან 45 წლამდე იჩენს თავს, თუმცა არც სხვა ასაკშია გამორიცხული. ცისტა უმეტესად 40 წლის შემდეგ ჩნდება, მენსტრუაციის დროს დიდდება და მტკივნეული და შესამჩნევი ხდება. არსებობს მიკროცისტებიც, რომლებსაც მხოლოდ მიკროსკოპით თუ შევამჩნევთ. სითხის მატებისას ისინი მაკროცისტებად გარდაიქმნება. ზოგჯერ ცისტა იმხელა იზრდება, რომ ხელითაც მოსინჯვის დროსაც შევიგრძნობთ. ცისტის გარეშემო ქსოვილი დაჭიმული და მტკივნეულია.
● ფიბროადენომა - სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის უმეტესად 20-30 წლის ქალებში გვხვდება. მას ბანალურ ფიბროადენომას უწოდებენ. ფიბროადენომის განსაკუთრებული სახეობაა ფოთლისებრი ფიბროადენომა, იგივე კვანძოვანი ფიბროადენომატოზი – რამდენიმე ფიბროადენომის ერთდროული არსებობა. სხვაგვარად მას ფიბროიდულ სარკომასაც უწოდებენ.
● მკერდის კიბო - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დაავადებაა ქალებში. მსოფლიოში ყოველწლიურად სარძევე ჯირკვლის კიბოს 65000-ზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება, დაავადების გამომაჟღავნდებიდან პირველ ხუთ წელში სიკვდილობა საკმაოდ მაღალია. თუმცა, დროულად აღმოჩენილი კიბოს სწორად მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ ავადმყოფები ათეულობით წლების განმავლობაში სრულიად ჯანმრთელად გრძნობენ თავს.
რა დროს არის საჭირო მკერდის პროთეზის გამოყენება?
მკერდის პროთეზს ქალები მასტექტომიის (მკერდის მოკვეთის) დროს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სხეულის ბალანსის შენარჩუნებას, იცავს გულ-მკერდის არეს ფიზიკური დაზიანებისგან და ხელს უშლის პოსტოპერაციული სქოლიოზის განვითარებას. რბილი და ელასტიკური პროთეზები სხეულს იდეალურად ეკვრის და ტემპერატურასაც აბალანსებს. ძუძუს პროთეზის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალი ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მკერდის სილიკონის პროთეზებს, რომელიც დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან, ძალიან რბილია და ფორმასაც არ კარგავს. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე “ახალი ხედვის” ფილიალებშია წარმოდგენილი. მათი შეძენა ასევე ონლაინ რეჟიმში კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. პროდუქტს ადგილზე კურიერი ან ფოსტის წარმოდგენელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.