მხრებში გასამართი ქამარი

მხრებში გასამართი ქამარი მხრების ტკივილის დროს გამოიყენება. მხარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი სახსარია და ყოველდღიურ საქმიანობაში მასზე აქტიური დატვირთვა მოდის. მხრის ტკივილი შეიძლება უშუალოდ სახსრიდან ან მის გარშემო მდებარე ნებისმიერი მყესიდან , იოგიდან და კუნთიდან დაიწყოს. მხრის ტკივილის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებულია მყესების ტენდინიტი, ანუ მხრის მყესების შეშუპება-ანთება. ასევე, ეს პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ხერხემლის სვეტის პათოლოგიას, ისე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ტრავმას.
ვისთვის არის საჭირო მხრებში გასამართი ქამარი?
მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, მოხრილობა არა მარტო მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს ხშირად ყოველდღიურ ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია და ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. ამ დროს მხრებში გასამართი ქამრების ტარება ეფექტურია, რადგან მხრების ტკივილს ამცირებს და ხერხემალს სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. მხრებში გასამართი ქამარი საჭიროა:
● იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხერხემლის პრობლემები აწუხებს;
● ვისაც, მოხრილობის პრობლემა აქვს;
● მოზარდებისთვის;
● ტკივილის შესამცირებლად.
ქამრის ტარების ბენეფიტები
მხრის გასაშლელი ქამრებით ზოგ შემთხვევაში მოტეხილობის, ამოვარდნილობის დროს, კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში დაზიანებას მკურნალობენ. ამ პროდუქტს ასევე, იყენებენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან ართროზი აწუხებთ. ქამრები ახდენენ სახსრის სტაბილიზაციას, ინარჩუნებენ ტემპერატურას და ხელს უწყობენ რეაბილიტაციის პერიოდს. გარდა ამისა, ეს პროდუქტი უზრუნველყოფს:
● სწორი პოზის შენარჩუნებას;
● დაღლილობის შეგრძნების შემცირებას;
● კისრისა და ზურგის ტკივილის შემცირებას;
● ხერხემლის სწორ პოზიციონირებას.
როგორ მუშაობს მხრებში გასამართი ქამარი?
მხრებში გასამართი ქამრები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება
როგორ შევარჩიოთ მხრებში გასამართი ქამარი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მხრებში გასამართი ქამრების ფართო არჩევანს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ზურგდამჭერი - ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
● მხრების ქამარი - არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცვლელად.
● მხრის სამაგრი - გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
● მხრის ბანდაჟი - ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ის უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.
როგორ ვატაროთ სწორად?
მხრების ქამრების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება რამდენიმე კვირა საკმარისი იყოს, თუმცა, მოსალოდნელია ეს პერიოდი რამდენიმე თვეც კი გაგრძელდეს. ასევე მნიშვნელოვანია ზომისა და კორსეტის ქსოვილის ხარისხის სწორი შერჩევა, რათა გამოყენების პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და კომფორტული.
დამატებითი რჩევები ზურგისა და მხრების გამაგრებისთვის
ზურგისა და მხრების გამაგრებისთვის ორთოპედიული საშუალებების გამოყენების გარდა, მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ცურვა, ფეხით სიარული და ვარჯიში. გაითვალისწინეთ, რომ მხრების გასაშლელი ქამრების ტარება სქოლიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დღეში მხოლოდ 3-4 სთ არის შესაძლებელია. არ დაგავიწყდეთ სამკურნალო ვარჯიშების შემოტანა დღის რაციონში, რათა გააძლიეროთ ზურგის კუნთები და პრობლემა უფრო მარტივად აღმოფხვრათ.