მხრის სახსრის ანთება
მხრის სახსრის ანთებას ახასიათებს ძლიერი ტკივილები. ამ დროს ადამიანს უჭირს ხელის მოძრაობა და შესაბამისად, საქმის კეთებაც. მხრის სახსრის ანთება დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია და ამ დაავადების რისკ ჯგუფში ძირითადად, 50 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. მხრის სახსრის ანთების განვითარება იწვევს სახსროვანი ხრტილების დაშლას და დისტროფიას, შემდგომ კი ნორმალური ფუნქციების მოშლასაც.
მხრის სახსრის ანთების სიმპტომები
მხრის სახსრის ანთების დროს მარტივ მოძრაობაზეც, კი მხარი ტკაცუნს იწყებს. დაავადების მწვავე ფორმის შემთხვევაში, კი ტკივილი ინტენსიურ ხასიათს იღებს და შეტევები მატულობს. ძირითადად, ეს პრობლემა კანის შეწითლებითა და სხეულის ტემპერატურის მატებით იწყება. მხრის სახსრის ანთების სიმპტომებია:
● კუნთების სისუსტე;
● წვის შეგრძნება ხელში;
● დაბუჟება;
● ძლიერი ტკივილი.
გარდა ამისა, ძლიერი ანთებითი პროცესის შემთხვევაში მას ხელში, მტევანსა და მხარში მუდმივი სისუსტე ახლავს თან. არის მომენტები, როდესაც ტკივილი კისრის არეშიც ვრცელდება.
მხრის სახსრის ანთების მკურნალობა
სახსრების დაავადებების პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას. უხეში მოძრაობების, გადაჭარბებული დატვირთვის, სიმძიმეების აწევისაგან თავის შეკავებას, ამავე დროს აქტივობის, მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმის დაცვას. სახსრების ტკივილების დროს რეკომენდებულია მოხერხებული ფეხსაცმლისა და მხრის ქამრების ტარება. ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია წარმოდგენილია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის 13 ფილიალში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუში, ასევე ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე. მხრის ქამრების გამოყენების კონკრეტული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. მათი გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.