მოტეხილი ხელის რეაბილიტაცია
მნიშვნელოვანია, რომ მოტეხილი ხელის რეაბილიტაციას პაციენტებმა უდიდესი ყურადღება მიაქციონ. ეს პროცესი პირდაპირ განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიდგენს კიდური ძველ ფუნქციებს. მოტეხილი ხელის შეხორცების საშუალო პერიოდი ბავშვებსა და ახალგაზრდა ასაკში 2-დან 3 კვირას შეადგენს, ხოლო ხანდაზმულებში ეს პროცესი, შედარებით, ხანგრძლივდება. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კიდურების ფუნქციები მაშინვე აღდგება, უმეტეს შემთხვევაში ხანგრძლივად უმოძრაოდ მყოფი კიდურების კუნთები ატროფირდება, რაც სახსრის მოძრაობის შეზღუდვასაც იწვევს. ბავშვებს შორის მოტეხილობის მართვა მოზრდილებისგან განსხვავებულია, რადგან ბავშვის ძვლები უფრო მცირე ზომისაა, მეტად ელასტიკური და მყიფეა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდის პროცესშია. მოტეხილობა ბავშვებს უფრო სწრაფად და სრულყოფილად უხორცდებათ, ვიდრე მოზრდილებს. შემთხვევების უმრავლესობაში მოტეხილობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოტეხილი ადგილი თითქმის ნორმალურად გამოიყურება.
პაციენტების უმრავლესობის დიდი ნაწილი სარეაბილიტაციო პერიოდში საჭიროებს:
● სამკურნალო მასაჟს;
● იმობილიზაციას.
უმჯობესია, რომ მოტეხილი ხელის მკურნალობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს. სპეციალისტთან შეხვედრამდე, კი შესაძლებელია:
● შეშუპების შესამცირებლად, კიდურის გულის დონეზე მაღლა მოთავსება;
● ტკივილის და შეშუპების შესამსუბუქებლად დაზიანებულ ადგილზე ყინულის მოთავსება ;
● დაზიანებული კიდურის იმობილიზაცია.
ხელის მოტეხილობა გადაუდებლად საჭიროებს ყურადღებას ტკივილის და ფუნქციის დაკარგვის გამო. საწყისი, გადაუდებელი ღონიძიებების შემდეგ საჭიროა იმობილიზაცია ან ქირურგიული ფიქსაცია. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს მკლავის ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს. ხელის ფიქსატორების ყველაზე დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე 13 საფირმო ფილიალშია წარმოდგენილი. თუმცა, მათი შეძენა ონლაინ რეჟიმშიც შესაძლებელია. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული ექსკლუზიური ბრენდების მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger ფიქსატორებს სხეულის ყველა ნაწილისთვის სთავაზობს. ფიქსატორების მაღალი ხარისხი არის ეფექტური რეაბილიტაციისა და გართულებების პრევენციის გარანტი.