მუხლის არასტაბილურობა - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
მუხლის არასტაბილურობა საკმაოდ გავრცელებული და შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სიარულსა თუ სპორტულ აქტივობაში უშლის ხელს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სახსარი კარგავს თავის საყრდენ ფუნქციას და პაციენტს უჩნდება შეგრძნება, თითქოს მუხლი უვარდება ან გვერდზე გაურბის. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მართვის თანამედროვე მეთოდები.
მუხლის არასტაბილურობის გამომწვევი მიზეზები
მუხლის სახსრის სიმყარესა და სტაბილურობას ძირითადად იოგები, მყესები და კუნთები უზრუნველყოფენ. შესაბამისად, არასტაბილურობის უმთავრესი მიზეზი სწორედ ამ სტრუქტურების დაზიანებაა. ყველაზე ხშირად ეს პრობლემა უკავშირდება წინა ჯვარედინი იოგის ან გვერდითი იოგების გაჭიმვასა და გაგლეჯას, რაც ძირითადად ტრავმების, მკვეთრი შემობრუნებებისა და სპორტული აქტივობების დროს ხდება. გარდა ამისა, გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია მენისკის დაზიანება, კვირისტავის მოვარდნილობა, სახსრის ქრონიკული დაავადებები და მუხლის გარშემო არსებული კუნთების მკვეთრი სისუსტე.
მუხლის არასტაბილურობის სიმპტომები
მუხლის არასტაბილურობას თან ახლავს ისეთი სიმპტომები რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად ართულებს. ეს შეგრძნებები განსაკუთრებით ძლიერდება მოძრაობისა და მიმართულების შეცვლის დროს. მუხლის არასტაბილურობის სიმპტომებია:
- ძლიერი ან ყრუ მუხლის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხზე დგომისას ან დატვირთვისას;
- სახსრის შეშუპება;
- სიწითლე;
- მოძრაობის შეზღუდვა – ფეხის სრულად გამართვისა და მოხრის სირთულე;
- სპეციფიკური ტკაცუნის ან ხრაშუნის ხმა სახსარში მოძრაობისას.
მუხლის არასტაბილურობის მკურნალობა
მუხლის არასტაბილურობის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზზე. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევებში ეფექტურია დაზიანებული ადგილის დასვენება, ყინულის კომპრესიები, ფიზიოთერაპია და სპეციალური ვარჯიშებს მუხლის სტაბილიზატორი კუნთების გასაძლიერებლად. გარდა ამისა ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ორთოპედიული პროდუქტები – მუხლის ფიქსატორები და ბანდაჟები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახსრის დამატებით საყრდენს, ამცირებენ დატვირთვას და იცავენ მას განმეორებითი ტრავმებისგან. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
- მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
- მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
- მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
უმაღლესი ხარისხის, სხვადასხვა სირთულისა და ფუნქციის მქონე ფიქსატორები მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი. კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია, კი ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი.