მუხლის ორთოპედიული პროდუქტები

 

მუხლის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება უეცარ ტრავმასთან იყოს დაკავშირებული. თუმცა, ტკივილი შესაძლოა ისეთი დაზიანების გამო გაჩნდეს, როგორიცაა:

იოგის გახევა;

მყესისა და  ხრტილის დაზიანება;

ართრიტი;

ნიკრისის ქარი; 

ბურსიტი;  

სხვადასხვა სახის ინფექციები და დაავადებები. 

ამ დაავადებების დროს ტკივილი ძირითადად, შემაწუხებელია და  ცხოვრების ნორმალურ რიტმს აფერხებს. ხშირია სპორტსმენებში მენისკის დაზიანებაც, რომელსაც  ახასიათებს ძლიერი ტკივილი, ის განსაკუთრებით აუტანელი ხდება მუხლის მაქსიმალური მოხრის ან გაშლის დროს. მუხლის ტკივილი სიარულის დროს კი ძირითადად მყესის ანთების ან ხრტილის დაზიანების გამო ვითარდება. ტკივილი ძლიერდება სიარულის დროს და მოძრაობა კიდევ რთულდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ დროს მისი იმობილიზაცია მოხდეს.  მუხლის უმოძრაოდ გაჩერება  ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის ფიქსატორებით. 

მუხლის ორთოპედიული პროდუქტები კომპანია “ახალ ხედვაში” 

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს.   პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385  ლარამდე  მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.

• მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.

მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

• მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე, ასევე გრძელი მოდელი, რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ,  ექიმის დანიშნულებით.

საქართველოში სამედიცინო ჯგუფი  "ახალი ხედვა" 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა  და ბათუმში არის წარმოდგენილი. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.