მუხლის სტაბილიზატორი

 

მუხლის სტაბილიზატორი ტკივილის შესამცირებას უწყობს ხელს. ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. 

მუხლის სტაბილიზატორი სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. მუხლის ტკივილი ნებისმიერი ასაკის ადამიანში შესაძლოა  გაჩნდეს და მკურნალობაც პაციენტმა სახლის პირობებში დაიწყოს. ტკივილისა და დისკომფორტის დროს, კი  მუხლის უმოძრაოდ გაჩერება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ პაციენტები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის სტაბილიზატორით.

როდის არის საჭირო მუხლის სტაბილიზატორის გამოყენება?

მუხლის სტაბილიზატორი არსებობს როგორც უჩანართო, ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით. შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია, რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება.შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები. მუხლის სტაბილიზატორი უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული, პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისა და დაავადების დროს გამოიყენება:

დაცემა;

ავარია;

ინფექციები;

ოსტეოართრიტი;

რევმატოიდული ართრიტი.

როგორ შევარჩიოთ მუხლის სტაბილიზატორი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger  მუხლის სტაბილიზატორს სთავაზობს.  პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385  ლარამდე  მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.

სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას   საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.