მუხლის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში

მუხლის ტკივილის მკურნალობა სახლის პირობებში ეფექტურია მაშინ, როდესაც ტკივილი მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და არ ახლავს საგანგაშო სიმპტომები. იმ შემთხვევაში კი თუ ტკივილი გაუსაძლისია, მუხლი საერთოდ არ იხრება, შეინიშნება კანის გაწითლება და ტემპერატურა, ან ვერ ახერხებთ ფეხზე დადგომას უნდა მიმართოთ სპეციალისტს. 

როდის შეიძლება მუხლის მკურნალობა სახლის პირობებში?

მუხლის ტკივილი ხშირი პრობლემაა. ეს შეიძლება იოგებისა და მყესების დაზიანებასთან ან გარკვეულ ტრავმასთან იყოს კავშირში. ასევე, მუხლის ტკივილი შესაძლოა უკავშირდებოდეს დიდ ფიზიკურ დატვირთვას ან რომელიმე დაავადებას. მუხლის ტკივილი ზოგჯერ ოსგუდ-შლატერის დაავადებით არის გამოწვეული, რომელიც მუხლის სახსრის გადაჭარბებულ დატვირთვას გულისხმობს.  გარდა ამისა, კიდევ არსებობს მუხლის ტკივილის გამომწვევი მიზეზები:

მუხლის მკურნალობის გზები სახლის პირობებში 

მსუბუქი მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება მკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლის პირობებშიც  ახერხებენ. არსებობს მკურნალობის განსხვავებული მეთოდები, რომელიც პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. თუმცა, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. მენისკის გახევის, ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, წინა ჯვარედინი იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფიქსატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ეს პროდუქტი მუხლის სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.
  • მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
  • მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
  • მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
  • მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

ამ პროდუქტების გამოყენება შესაძლოა როგორც ართრიტის, ასევე ღრძობის, დაჭიმვის დროს, თაბაშირის შემცვლელად ან თაბაშირის მოხსნის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდშიც.