მუხლის ტკივილი ბავშვებში - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
მუხლის ტკივილი ბავშვებში ხშირი პრობლემაა. ეს შეიძლება იოგებისა და მყესების დაზიანებასთან ან გარკვეულ ტრავმასთან იყოს კავშირში. ასევე, მუხლის ტკივილი მოზარდებში და ბავშვებში შესაძლოა უკავშირდებოდეს დიდ ფიზიკურ დატვირთვას, ზრდას ან რომელიმე დაავადებას. მოზარდებში მუხლის ტკივილი ზოგჯერ ოსგუდ-შლატერის დაავადებით არის გამოწვეული, რომელიც მუხლის სახსრის გადაჭარბებულ დატვირთვას გულისხმობს.
რა იწვევს მუხლის ტკივილს ბავშვებში?
ბავშვებში მუხლის ტკივილი ძირითადად, მოულოდნელობით არის გამოწვეული და დაკავშირებულია სპორტულ აქტივობებთან. მაღალია მუხლის მყესის დაზიანების რისკი მათში, ვინც ყოველდღიურად ვარჯიშობს და შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მაგალითად, როდესაც მუხლის მოტრიალების დროს ტერფი ზედაპირს ეყრდნობა. ასევე, შებოჭვითი დაზიანების დროს - ამგვარი მოძრაობები ხშირად აზიანებს მუხლის სახსრის წინა ჯვარედინ იოგს. მყესის დაჭიმვა ხშირია სნოუბორდის, თხილამურებითა და ციგურებით სრიალისას. ბავშვებში მუხლის ტკივილს იწვევს ასევე:
● ინფექცია;
● დაავადებები;
● არასწორი მოძრაობა;
● ზრდის პროცესი.
მუხლის ტკივილის მკურნალობა ბავშვებში
ბავშვებში მუხლის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. უმნიშვნელო, მსუბუქი მუხლის ტკივილი ეფექტურად ექვემდებარება თვითმკურნალობას და ადამიანები ამ პრობლემის აღმოფხვრას სახლშიც ახერხებენ. ხშირად ტკივილის შემსუბუქების მიზნით ინიშნება ფიზიოთერაპია და სხვა პროცედურები. თუმცა, ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც. მენისკის გახევის, იოგის დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს ექიმები ხშირად მუხლის ფიქსატორებისა და სამაგრების გამოყენებას უწევენ რეკომენდაციას. ამ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში, რომელიც თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში 13 ფილიალითაა წარმოდგენილი, საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებია წარმოდგენილი. მათ შორის საბავშვო კუთხით დიდი არჩევანია:
ბავშვის მუხლის ფიქსატორი- დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისაგან. იცავს მუხლის სახსარს ფიზიკური დატვირთვის დროს. ასევე, გამოიყენება მუხლის სახსრის და კვირისტავის იოგების დაჭიმულობის დროს.
ორმაგად ლამინირებული ბავშვის მუხლის ფიქსატორი - დამზადებულია ორმაგად ლამინირებული პერფორატის ნეოპრინისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას.
ბავშვის მუხლის სამაგრი - გამოიყენება მუხლის სხვადასხვა ტრავმის დროს და იცავს მუხლს დაზიანებისგან .
კომპანია „ახალი ხედვის“ მუხლის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ოპტიმალური ფასებით გამოირჩევა. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი. მათი შეძენა, კი შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მეთოდით.