ნაღრძობი კოჭის სიმპტომები და მკურნალობა

ნაღრძობ კოჭს ძლიერი ტკივილი და შეშუპება ახასიათებს. ამ დროს ხდება სახსრის იოგოვანი აპარატის დაჭიმვა ან ნაწილობრივ გაგლეჯა. სამწუხაროდ, ღრძობა ხშირია სპორტსმენებში -  სირბილის, ფეხის გადაბრუნების, წაქცევისა  და დაჭიმულობის გამო. ნაღრძობი ფეხის მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. მსუბუქი დაზიანებებისა თუ ტრავმების შემთხვევაში უმეტესად მიმართავენ ამბულატორიულ მკურნალობასა და თაბაშირით იმობილიზაციას.   თუმცა, სხვა მძიმე დაზიანებების დროს ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.  ნაღრძობ კოჭს ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

სისხლჩაქცევა;

ჩალურჯება;

ჰემატომის წარმოქმნა;

შეშუპება;

მოძრაობის შეზღუდვა.

ორთოპედიული ფიქსატორები ნაღრძობი ფეხის კოჭისთვის

ნაღრძობის ფეხის მკურნალობის დროს ეფექტურია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ მიმართულებით, საერთაშორისო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს ორი მწარმოებელი - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი წარმომადგენელი კი საქართველოში კომპანია "ახალი ხედვაა", რომელიც  მომხმარებლებს ფიქსატორების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორები ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  14 ფილიალში აქვს წარმოდგენილი. კომპანია მომხმარებელს პროდუქტის სწორად შერჩევისთვის ასევე სთავაზობს საკურიერო მომსახურების სერვისსა და სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციას. ფიქსატორები სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და სხეულის თითქმის  ყველა ნაწილისთვის არსებობს. ფეხის დაზიანებებისთვის  კომპანია “ახალი ხედვა” გვთავაზობს მუხლის, კოჭის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის  ფიქსატორებს. როდესაც საქმე ეხება კოჭის ღრძობას - ამ დროს ეფექტურია კოჭის ფიქსატორების გამოყენება.  ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს, ხელს უწყობს დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას. ის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის გამოიყენება და  სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

• კოჭის ბანდაჟი - ამ კოჭის მარტივი სამაგრის გამოყენება მყესების დაჭიმულობის, ტერფის ქრონიკული ტკივილის დროს შეგიძლიათ. ის დამზადებულია ლამინირებული ელასტიური მასალისგან, რაც ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფს და არ აოფლიანებს კანს.

• კოჭის სამაგრი რბილი ჩანართით - უზრუნველყოფს კოჭ-წვივის სტაბილიზაციას და ამცირებს ტკივილს.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაადგილების დროს არ გზღუდავთ. ამსუბუქებს ტკივილის შეგრძნებას და აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

• კოჭის სამაგრი პლასტმასის ჩანართით - მისი გამოყენება შეგიძლიათ ართრიტის, სახსრის დაჭიმვა/დაძაბულობის, ღრძობის ან თაბაშირის შემდგომი რეაბილიტაციისთვის. გვერდებზე მოთავსებული აქვს პლასტმასის ჩანართები, რაც კოჭს დაზიანებისგან იცავს, ჯვარედინი ღვედები კი ძლიერ ფიქსაციას უზრუნველყოფს. ჰაერი მარტივად ცირკულირდება, სახსარში კი სითბო ნარჩუნდება.

კოჭის ღრძობის შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა, ექიმთან ვიზიტი და მისი დანიშნულების შესაბამისად მკურნალობის დაწყება. კოჭისა თუ სხეულის სხვა ნაწილის დაზიანების შემთხვევაში აუციელებელია, რომ მყისიერად დაიწყოთ მკურნალობა და მიჰყვეთ ექიმის დანიშნულებას.