ორთოპედიული ღაბაშები “ახალ ხედვაში”

ღაბაშები ყოველდღიური გამოყენების სამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთებია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ეს პროდუქტი ადამიანებს ტერფთან დაკავშირებული დაავადებების მართვის პროცესში ეხმარება და ამასთანავე, მათი წარმოქმნის პრევენციასაც უზრუნველყოფს. ღაბაშები უკვე არსებულ პრობლემებს გვიწესრიგებს და ამასთანავე დიდი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში შესაძლო გართულებებისგან გვიცავს. განსაკუთრებით აუცილებელია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) გამოყენება ბრტყელტერფიანობის დროს - ეს დაავადება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. 

რა ტიპის ორთოპედიული ღაბაშების შეძენა შეგიძლიათ ახალ ხედვაში?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ ღაბაშებს 2012 წლიდან სთავაზობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ჯგუფი ამ ეტაპზე  წარმოდგენილია 13 მაღაზიით, სადაც ინდივიდუალური თუ მზა სუპინატორების მრავალფეროვან არჩევანს შეხვდებით. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს საერთაშორისო მწარმოებლების მიერ დამზადებულ უმაღლესი ხარისხის  მყარსა და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ ”ახალი ხედვა” არის გერმანული პრემიუმ ბრენდის, Bauerfeind-ის ექსკლუზიური ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამ ბრენდის სუპინატორებს შორისაა - Comfort Business B-200. ამ პროდუქტს, ბრტყელტერფიანების გარდა, სუპინატორებსა და ღაბაშებს გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ეს პროდუქცია დამზადებულია ანტი-ალერგიული და ანტიბაქტერიული მასალისგან. მაღაზიებში ხელმისაწვდომია მზა სუპინატორები ბავშვებისთვისაც. ორთოპედიული ღაბაში „GloboTec„ აკორექტირებს ფეხის თაღსა და გამოიყენება ბრტყელტერფიანობის დროს. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას, აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობასა და ხელს უწყობს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. სუპინატორი დაფარულია Alcantara-ს ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს.  “ახალი ხედვა”  პაციენტებს ინდივიდუალური ღაბაშების დამზადების შესაძლებლობასაც აძლევს. კომპანია საქართველოში წარმოდგენლია ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრის სამი ფილიალით, სადაც ტერფის კომპიუტერული კვლევა უახლესი თაობის Diasu-ს ულტრა-სენსორული აპარატურით ტარდება. დიაგნოსტიკა მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას, რაც მოძრავ და უძრავ მდგომარეობაში ტერფის ბიომექანიკის შეფასების საშუალებას გვაძლევს. კვლევის შემდეგ იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რის საფუძველზეც ინდივიდუალური ღაბაში მზადდება. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენებას უკეთესი შედეგი მოაქვს, რადგან ის თითოეული ადამიანის ტერფის მონაცემების საფუძველზე - პრობლემების შესაბამისად ინდივიდუალურად იქმნება.