ორთოპედიული ქამარი

ზურგის ტკივილის შესამცირებლად ადამიანები ორთოპედიულ ქამარს ატარებენ. ეს სამედიცინო საშუალება დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადია, რადგან მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს. ამ პროდუქტს პაციენტები იყენებენ როგორც მკურნალობის, ასევე რეაბილიტაციისა და პროფილაქტიკის მიზნით.მას მომხმარებლები ზურგის ტკივილის შესამცირებლად და სქოლიოზის დროს აქტიურად ატარებენ. ეს პროდუქტი  დისკომფორტის შემცირებას ეხმარება და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენასაც უზრუნველყოფს.  ორთოპედიული ქამრები ეფექტურია ისეთი პრობლემების დროსაც, როგორიცაა:

ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიები;

ზურგის სვეტის დაზიანებები; 

კუნთოვანი სისტემისა და სხვა მრავალი დაავადები;

რადიკულიტი;

ოსტეოქონდროზი და მალთაშუა დისკის თიაქარი;

რა ტიპის ორთოპედიულ ქამრებს გთავაზობთ კომპანია “ახალი ხედვა”?

კომპანია “ახალი ხედვა” უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ორთოპედიულ ქამრებს გთავაზობთ. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ღირებულება კი 30 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.  სამედიცინო ჯგუფის წელის ფიქსატორები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათი დანიშნულება მრავალმხრივია, გამოყენებამდე  აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია  მისი სწორად შერჩევისა და გამოყენების მიზნით.ზოგადად, ზურგის დამცავი ქამრები  წელის ტკივილის შესამცირებლად და ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად იდეალურია. ზურგის გასასწორებელ ქამრებს ხერხემლის გამრუდების დროს და მხრებში გასამართად იყენებენ. ეს პრობლემები განსაკუთრებით ხშირია მოზარდებში.  სამედიცინო კორსეტის მეტალის/პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედები კი ზურგის საჭირო ხარისხით ფიქსაციას უწყობს ხელს. განვიხილოთ რამდენი მათგანი:

ზურგის კორსეტი -  ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული,მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

წელის მატყლის კორსეტი - სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში . გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

როგორ უნდა შეიძინოთ ორთოპედიული ქამარი?

ორთოპედიული ქამრების შეძენა  ხელმისაწვდომ ფასად კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში თბილისის გარდა, საქართველოს ოთხ რეგიონშია შესაძლებელი. სამედიცინო ჯგუფი დედაქალაქში - 8, გორში-1, ქუთაისში-1,  ზუგდიდშიც-1 და ბათუმში-2 საფირმო ფილიალით არის წარმოდგენილი.  თუმცა, სასურველი პროდუქტის შეძენა მაღაზიების გარდა,  ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც არის შესაძლებელი.