პედოგრაფია და პლანტოგრაფია
პედოგრაფია და ტერფის პლანტოგრაფია ტერფის კვლევის თანამედროვე მეთოდებია. ბოლო წლების განმავლობაში, ტერფის პათოლოგიებმა საგრძნობლად იმატა და შესაბამისად, პაციენტთა მომართვიანობაც ტერფის კვლევაზე გაზრდილია. ადრეულ პერიოდში შესაბამისი სადიაგნოსტიკო საშუალებები არ არსებობდა და ადამიანებიც ამ მეთოდებში ნაკლებად იყვნენ გათვითცნობიერებულნი. ახლა ამ საკითხს მეტი ყურადღება ეთმობა და ტერფის პრობლემებს უკვე დროულად აქცევენ ყურადღებას, როგორც პედიატრები და ორთოპედები, ასევე მშობლებიც.
რა არის პედოგრაფია?
პედოგრაფია - ტერფის ფუნქციონალური გამოკვლევის მეთოდია, რომელიც სწავლობს ტერფის პარამეტრებს სიარულის პროცესში. მიღებული მონაცემების საფუძველზე ვლინდება ტერფის შემდეგი მახასიათებლები:
● ტერფის ფორმა;
● თაღის სიმაღლე;
● ტერფის ღერძი;
● ყრდნობის უბნები;
● ბიჯის დროს განვითარებული წნევა და ძალა;
● ბიჯის შესრულებისთვის გამოყენებული დრო.
პედოგრაფიის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ხდება ინდივიდუალური ღაბაშის დამზადება, რომელიც წარმოადგენს, როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკურ საშუალებას.
ინდივიდუალური ღაბაშის უპირატესობები
ტერფზე არსებულ პრობლემებს მოჰყვება მთელი სტრუქტურული ცვლილებები. ტერფის დეფორმაცია მოქმედებს მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე და შესაძლოა, განვითარდეს სქოლიოზი, რასაც ცირკულაციის დარღვევა და თავის ტკივილები მოჰყვება. სათანადო მკურნალობის ჩატარების მეშვეობით, კი თავის ტკივილის ალაგება რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი. მკურნალობის საუკეთესო მეთოდია ინდივიდუალური სუპინატორის ტარება, რომელიც მზადდება ტერფის პლანტოგრაფიის შემდეგ 3D მეთოდით და სრულად არის მორგებული პაციენტის საჭიროებაზე. ეს კი თავისთავად, მკურნალობის პროცესში ეფექტურ შედეგს იძლევა.
სად შეიძლება პედოგრაფიისა და ტერფის პლანტოგრაფიის სრულყოფილი ჩატარება?
თანამედროვე ტექნოლოგიებით ტერფის პლანტოგრაფია - ანუ ტერფის კომპიუტერულ კვლევას უკვე წლებია გვთავაზობს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის კლინიკა. ტერფის პლანტოგრაფია მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც უძრავსა და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის დიაგნოსტიკას გულისხმობს. ტერფის პლანტოგრაფიის საფუძველზე იქმნება ტერფის სამგანზომილებიანი მოდელი, რაც სწორი დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. „ახალი ხედვის" კლინიკაში ტერფის დიაგნოსტირება ხორციელდება იტალიური ფირმა Diasus-ს უახლესი აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 032 218 25 38
რა უნდა ვიცოდით ტერფის დიაგნოსტიკის ჩატარებამდე?
ტერფის ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ჩატარება მიზანშეწონილია 4-5 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეღება ლანჩი.