ფეხების სიმძიმე და შეშუპება – ყოველთვის ვარიკოზის ნიშანია?

ფეხების სიმძიმე დღის ბოლოს, შეშუპება, დაღლილობის შეგრძნება ან ფეხებში დაჭიმულობა საკმაოდ გავრცელებული ჩივილებია. ბევრი ადამიანი ამ სიმპტომებს ავტომატურად ვარიკოზთან აკავშირებს, თუმცა რეალურად ეს ყოველთვის ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ფეხების სიმძიმე მართლაც შეიძლება ვენური დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანი იყოს, მსგავსი სიმპტომები სხვა მიზეზებითაც ვითარდება. ამ სტატიაში განვიხილავთ, როდის არის ფეხების სიმძიმე და შეშუპება ვარიკოზთან დაკავშირებული, რა სხვა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს მდგომარეობა და როგორ შეიძლება სიმპტომების შემსუბუქება.

რა არის ვარიკოზი?

ვარიკოზი არის მდგომარეობა, როდესაც ვენები ფართოვდება და სისხლის ნორმალური მიმოქცევა ფერხდება. შედეგად, სისხლი ქვედა კიდურებში გროვდება, რაც იწვევს სიმძიმის, შეშუპებისა და ტკივილის შეგრძნებას. თუ გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ დაავადებას, წაიკითხეთ სტატია რა არის ვარიკოზი

ფეხების სიმძიმე ყოველთვის ვარიკოზს ნიშნავს?

ფეხების სიმძიმე და შეშუპება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ადამიანს ვარიკოზი აქვს. ეს სიმპტომები შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ცხოვრების წესით, ისე სხვადასხვა ჯანმრთელობის მდგომარეობით. თუმცა თუ დისკომფორტი ხშირად მეორდება, თან ახლავს გაფართოებული ვენები, ტკივილი ან კანის ცვლილებები, მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ ექიმს. ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მოვლა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს. პარალელურად, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ხარისხიანი ვარიკოზის მოვლის საშუალებების გამოყენება დაგეხმარებათ ფეხების სიმსუბუქისა და კომფორტის შენარჩუნებაში ყოველდღიურად.

ვარიკოზის გამომწვევი მიზეზები:

ფეხების სიმძიმე და შეშუპება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით განვითარდეს და მათ შორის ყველა არ უკავშირდება ვენურ პრობლემებს. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

ხანგრძლივი დგომა ან ჯდომა;

ჭარბი წონა;

ორსულობა;

ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა;

ასაკობრივი ცვლილებები;

ჰორმონალური ცვლილებები;

გულის, თირკმლის ან ლიმფური სისტემის გარკვეული დაავადებები.

თუ სიმპტომები რეგულარულად მეორდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ თან ახლავს შესამჩნევი გაფართოებული ვენები, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაცია.

რა სიმპტომები მიანიშნებს ვარიკოზზე?

ვარიკოზისთვის დამახასიათებელია რამდენიმე ნიშნის ერთობლიობა. მათ შორისაა:

ფეხების სიმძიმე დღის ბოლოს;

კოჭებისა და ტერფების შეშუპება;

წვა ან ტკივილი ფეხებში;

გაფართოებული ვენები;

ქავილი ან კანის ფერის ცვლილება ვენების მიდამოში.

თუ აღნიშნული ნიშნებიდან რამდენიმე ერთდროულად გაქვთ, რეკომენდებულია დროულად მიმართოთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების პროგრესირება.

როდის არის შეშუპება საგანგაშო?

შეშუპება ყოველთვის არ ნიშნავს სერიოზულ პრობლემას. მაგალითად, ზაფხულის სიცხეში, ხანგრძლივი მგზავრობისას ან მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომის შემდეგ მსუბუქი შეშუპება ხშირია.

თუმცა ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:

შეშუპება ყოველდღიურად მეორდება;

მხოლოდ ერთ ფეხზე ვითარდება;

ახლავს ძლიერი ტკივილი;

კანი წითლდება ან თბილი ხდება;

სიმპტომები დასვენების შემდეგაც არ ქრება.

ასეთ შემთხვევებში საჭიროა მიზეზის ზუსტი დადგენა.

როგორ შევიმსუბუქოთ ფეხების სიმძიმე?

თუ სიმპტომები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ცხოვრების წესის ცვლილება ხშირად მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს.

რეკომენდებულია:

რეგულარული სიარული და მსუბუქი ფიზიკური აქტივობა;

ხანგრძლივი ჯდომისა და დგომის თავიდან აცილება;

დასვენების დროს ფეხების მაღლა შემოდება;

სხეულის წონის კონტროლი;

კომფორტული ფეხსაცმლის ტარება;

საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მოვლის საშუალებების გამოყენება.

რა საშუალებები შეიძლება დაგეხმაროთ?

დღეს ხელმისაწვდომია სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც ამცირებს ფეხების დაღლილობის, სიმძიმისა და შეშუპების შეგრძნებას. კომპრესიული საშუალებები  აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ამცირებენ დისკომფორტს. ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში. სრული ასორტიმენტის სანახავად ეწვიეთ სამედიცინო კომპანიიის ვებგვერდს და გაეცანით ვარიკოზის მოვლის საშუალებებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) - გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა - COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს.  წინდები არის შავი და  კარამელისფერი.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ვარიკოზის საწინააღმდეგო გეტრებს სთავაზობს. საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებშია წარმოდგენილი. მათი შეძენა, დათვალიერება და მათზე ინფორმაციის მიღება  შესაძლებელია როგორც კომპანიის ფილიალებში, ასევე ოფიციალურ ვებგვერდზე.