ფეხის ტკივილი ბარძაყის არეში
ფეხის ტკივილი ბარძაყის არეში სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება წარმოიშვას. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს დაავადებებს, ნერვის ანთებას ან დაჭიმულობას. მენჯ-ბარძაყის ტკივილის დროს პაციენტები პირველ რიგში, ტკივილგამაყუჩებელს იღებენ და თუ, ეს ტკივილი ანთებით პროცესს უკავშირდება საჭირო ხდება ანტიბიოტიკების ჩართვაც. სწორი მკურნალობის პროცესისთვის აუცილებელია მიმართოთ ექიმს და გაიკეთოთ შესაბამისი გამოკვლევები.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ფეხის ტკივილი ბარძაყის არეში?
ფეხის ტკივილი ბარძაყის არეში ნებისმიერ ადამიანში შეიძლება წარმოიშვას. ხშირად, ეს პრობლემა ვითარდება სპორტსმენებში და მოცეკვავეებში, რადგან არასწორმა მოძრაობამ მარტივად შეიძლება დაჭიმულობა გამოიწვიოს. ასევე, ამ პრობლემის მიზეზებია:
● პროფესიული საქმიანობა;
● ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;
● ემოციური დაძაბულობა;
● არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა.
შესაძლო დაავადებები
ფეხის ტკივილი ბარძაყის არეში შესაძლოა ისეთი დაავადებების თანმხლები სიმპტომი გახდეს, როგორიცაა:
● ართრიტი - რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფსორიატული ართრიტი, რეუმატოიდული ართრიტი და სეპტიური ართრიტი.
● ბურსიტი, დისლოკაცია, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ბარძაყის რბილი ქსოვილების გახევა, საზარდულის თიაქარი, დაჭიმვა ან დაძაბვა, ტენდინიტი.
● დაზიანებული ნერვები - დისკის თიაქარი, მერალგია პარესთეტიკა, საკროილიიტი, თეძოს ნერვის ანთება, სპინალური სტენოზი.
ფეხის ტკივილის დიაგნოსტიკა ბარძაყის არეში და მკურნალობა
ფეხის ტკივილის დროს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ “ახალი ხედვის” რამდენიმე პროდუქტი და ის, თუ რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი:
● მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი - გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
● ბარძაყის დამჭერი - გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. იდეალურია სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში.
● მენჯ-ბარძაყის ორთეზი - უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.
● საზარდულის თიაქრის ბანდაჟი - ხსნის დისკომფორტ საზარდულის თიაქრის დროს, ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და გართულებების განვითარებას.
ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია „ახალი ხედვაში“, რომელიც მომხმარებლებს მრავალმხრივი გამოყენების სამედიცინო პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა კომპანია გორში, ქუთაისსა და და ბათუმში საფირმო ფილიალებით არის წარმოდგენილი. ,,ახალი ხედვის” მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიური ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამედიცინო ნივთები ოპტიმალურ ფასებშია ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მოქმედებს ონლაინ გაყიდვაც. ამისთვის მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირება და სასურველი ნივთის შერჩევაა საჭირო.