პოდაგრა - სიმპტომები და მკურნალობის გზები
პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სისტემური დაავადებაა. ამან შეიძლება დააზიანოს ნებისმიერი სახსარი: თითები, მტევნები, მუხლები. თუმცა, ყველაზე ხშირად პოდაგრა ჩნდება ფეხის თითებზე. პოდაგრა, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის უფრო ხშირია. ჩვეულებრივ, მამაკაცებში საშუალო ასაკში ვითარდება, ხოლო ქალებს შორის – მენოპაუზის შემდგომ. დაავადებას თან ახლავს სახსრების ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა.
პოდაგრას სიმპტომები
ადრეულ სტადიაში პოდაგრამ შესაძლოა დააზიანოს ფეხის ცერა თითი, ტერფი, მუხლი, იდაყვი, მაჯა და ხელის მტევანი. დროთა განმავლობაში, კი სახსარი შეიძლება საგრძნობლად დაზიანდეს, რაც უხეშად დეფორმირებულ სახსრებთან ერთად, იწვევს ქრონიკულ ტკივილსა და ინვალიდობას. ტკივილი მნიშვნელოვნად უარესდება და ხშირად აუტანელი ხდება, განსაკუთრებით კიდურის მოძრაობის ან შეხების დროს. პოდაგრის სიმპტომებია:
● ძლიერი ტკივილი;
● შეშუპება;
● სიწითლე;
● მოძრაობის შეზღუდვა.
პოდაგრას გამომწვევი მიზეზები
პოდაგრას გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის ორგანიზმში შარდ-მჟავის მომატებაა. სისხლში შარდ-მჟავას მაღალი მაჩვენებელი იწვევს სახსრებში მისი რაოდენობის ზრდას. აღნიშნული პროცესის შედეგად, ყალიბდება შარდ-მჟავა კრისტალები სახსრის ქსოვილსა და სასახსრე სითხეში (სინოვიური სითხე). გარდა ამისა, პადაგრას გამომწვევი მიზეზებია:
● გენეტიკა;
● ალკოჰოლის მიღება;
● კვების რაციონის ცვლილება;
● ტრავმა ან გადატვირთვა.
მკურნალობის გზები
პოდაგრას მკურნალობის მედიკამენტურ ფორმას გააჩნია ორი მთავარი მიზანი: ანთების ჩაცხრობა და ტკივილის მოხსნა. ხოლო, სახსრის უფრო სწრაფი აღდგენისთვის რეკომენდირებულია ფიზიოთერაპიის ჩატარება და ფიქსატორების გამოყენება. პოდაგრის ფიქსატორები გამოიყენება ამ დაავადებით გამოწვეული ცერა თითის დეფორმაციის დროს. ეს პროდუქტი ფეხის დიდ თითს ანატომიური მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. პოდაგრის მთავარი სიმპტომი ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შეშუპებაა, რაც, თავისთავად, ტკივილთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, პოდაგრა მოძრაობაში ხელის შემშლელი და დისკომფორტის შემქმნელია - ფიქსატორები კი ამ დროს განაცალკევებს ცერა და მეორე თითს ერთმანეთსგან, ხსნის დისკომფორტს და ამსუბუქებს ტკივილს. ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში, რომლებიც, თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონშია წარმოდგენილი. სასურველი ნივთის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე, ონლაინ რეჟიმში. შერჩეულ ნივთს, კი ადგილზე კონსულტანტი ან ფოსტის თანამშრომელი უმოკლეს ვადაში მოგაწვდით.