ქუსლის დეზი - სიმპტომები და მკურნალობის გზები

ქუსლის დეზი ძვლოვანი წანაზარდია, რომელსაც აქვს დეზის ფორმა და წარმოიშობა ტერფის უკანა ნაწილში ქუსლის ძვალზე. ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და იწვევს დისკომფორტსა და  ტკივილს, რაც ადამიანს ხელს უშლის  სიარულში. მისი პირველადი მკურნალობა გულისხმობს ინდივიდუალური ორთოპედიული სუპინატორების გამოყენებას,  სპეციალური ვარჯიშების შესრულებასა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას. ამ მეთოდების უეფექტობის შემთხვევაში, კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.  

რა არის ქუსლის დეზი?

ქუსლის დეზი ქუსლის ქვედა ნაწილზე არსებული წვეტიანი წანაზარდია, რომელიც ფორმით დეზს ჰგავს. მისი სიგრძე ზოგჯერ სანტიმეტრსაც აღემატება. უბრალო დაკვირვებით დეზს ვერ დაინახავთ, მაგრამ რენტგენოგრაფიული კვლევისას ის კარგად ჩანს. ზოგჯერ უმტკივნეულოა, ზოგჯერ კი ძლიერ, შემაწუხებელ ქუსლის ტკივილს იწვევს.

რატომ ჩნდება?

ქუსლის დეზი ხშირად აქვთ სპორტსმენებს, რადგან პროფესიული საქმიანობა ბევრ სირბილსა და ხტუნვას მოითხოვს. ამ დაავადების განვითარებას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

ზედმეტი დატვირთვა - ხანგრძლივი დგომა, სიარული ან სირბილი მყარ ზედაპირზე.

არასწორი ფეხსაცმელი - ძალიან ბრტყელი ან მეტისმეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება.

ჭარბი წონა - ზრდის ზეწოლას ქუსლის ძვალზე.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: ორგანიზმში მარილების დაგროვებისკენ მიდრეკილება.

ქუსლის დეზის სიმპტომები

ქუსლის დეზის დამახასიათებელი სიმპტომია დილით, გაღვიძების დროს მწვავე ტკივილის შეგრძნება.  ტკივილი ყველაზე ძლიერია  საწოლიდან ადგომისას პირველი ნაბიჯების გადადგმის დროს. ქუსლის დეზის სიმპტომებია: 

ჩხვლეტის შეგრძნება;

დღის ბოლოს ფეხის სიმძიმისა და წვის შეგრძნება;

ზეწოლისას მგრძნობელობა - ქუსლზე ხელით დაჭერისას იგრძნობა მწვავე წერტილოვანი ტკივილი;

როგ შემთხვევებში - შეშუპება. 

როგორ ვუმკურნალოთ ქუსლის დეზს?

ქუსლის დეზის მკურნალობა კომპლექსურია და დამოკიდებულია იმაზე თუ რა ეტაპზეა დაავადება. ამ დროს სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ ორთოპედიულ საშუალებებს. ამ პროდუქციის  მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”.  უმაღლესი ხარისხის ქუსლის ფიქსატორები სამედიცინო ჯგუფი ფილიალებში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

ქუსლის სილიკონის თასი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში. ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. 

ქუსლის სუპინატორი - დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან და  იდეალურია ქუსლის ზოგადი ტკივილისა და ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ. 

ქუსლის სილიკონის ბალიში  -  ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.

როგორ ავირიდოთ თავიდან?

ქუსლის დეზის პრევენცია ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე მკურნალობა. ამისთვის საჭიროა:

შეარჩიოთ სწორი ფეხსაცმელი, რომელსაც აქვს მყარი ქუსლი და რბილი სუპინატორი.

აკონტროლეთ წონა -  სიმძიმის შემცირება პირდაპირ პროპორციულად ამცირებს დატვირთვას ქუსლზე.

სპორტული აქტივობის წინ აუცილებლად გაწელეთ ტერფის კუნთები.

მოერიდეთ ხანგრძლივ დგომას ერთ პოზიციაში და მიეცით ფეხებს დასვენების საშუალება.