ქუსლის სუპინატორი - რატომ და როდის არის მისი გამოყენება საჭირო
ქუსლის სუპინატორი ტერფის სხვადასხვა დეფორმაციის დროს გამოიყენება. ქუსლის ტკივილი საკმაოდ შემაწუხებელი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს გადაადგილებაში ხელს უშლის. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ე.წ. პლანტარული ფასციიტი. ეს არის გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვისა და არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ან ხანგრძლივი დასვენების შემდეგ ფეხის გადადგმისთანავე. ქუსლების ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია აქილევსის მყესის დაზიანება ან ანთება. ამ შემთხვევაში ტკივილი ლოკალიზებულია წვივის უკანა ზედაპირზე, ქუსლის ძვლის ზედა ნაწილში. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებებიც, როგორიცაა: ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ოსტეოპოროზი. ამ დროს მიზანშეწონილია ტერფის კვლევის ჩატარება და სწორი მკურნალობისთვის მიზეზების დადგენა.
ქუსლის სუპინატორის ბენეფიტები
ქუსლის სუპინატორის გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ეს პროდუქტი ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს. ქუსლის სუპინატორი:
● იცავს ქუსლის ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილებს მუდმივი ტრავმირებისგან;
● გამოიყენება ქუსლის ასამაღლებლად;
● ამსუბუქებს დისკომფორტსა და ტკივილის შეგრძნებას.
როგორ შევარჩიოთ ქუსლის სუპინატორი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ქუსლის სუპინატორებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
● ქუსლის სილიკონის თასი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ . ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში. ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
● ქუსლის სუპინატორი - დამზადებულია 100%-ით სილიკონის მასალისგან და იდეალურია ქუსლის ზოგადი ტკივილისა და ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ.
● ქუსლის სილიკონის ბალიში - ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად, ასევე ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად.
“ახალი ხედვის” ქუსლის ჩასაფენი ფიქსატორები, დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის წარმოდგენილი. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.