რა არის ლორდოზი? სიმპტომები და მკურნალობის გზები

 

ლორდოზი დროს წელის ნორმალური ნადრეკი უფრო ღრმად არის შეწეული. პათოლოგიური ლორდოზი შეიძლება წარმოიშვას კუნთების დისბალანსის, ტრავმისა და სწრაფი ზრდის შედეგად. არსებობს ლორდოზის ორი ფორმა:

წელის ნაწილის;

კისრის ნაწილის.

რა იწვევს ლორდოზს?

ლორდოზის წარმოქმნა სხვადასხვა ფაქტორს უკავშირდება.  ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: 

არასწორი ჯდომის მანერა და ცხოვრების წესი - კუნთების დისბალანსი, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი ჯდომით ან ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით.

ჭარბი წონა - მუცლის არეში დაგროვილი ცხიმოვანი მასა სიმძიმის ცენტრს წინ სწევს, რაც წელის მალებზე დამატებით დატვირთვას ახდენს.

ხერხემლის ტრავმები -  მოტეხილობები ან მალთაშუა თიაქარი.

კუნთოვანი სისუსტე -  მუცლისა და ზურგის კუნთების სისუსტე, რომლებიც ვერ ახერხებენ ხერხემლის სწორ პოზიციაში შენარჩუნებას.

ლორდოზის სიმპტომები

ლორდოზის სიმპტომები ვიზუალურადაც ვლინდება და ადვილად შესამჩნევია.  ამ დროს ხშირად პაციენტებს გამოხატული აქვთ:

თავისა და მხრების წინ წაწევა;

გამობურცული მუცელი;

ბრტყელი გულმკერდი;

სხვადასხვა მიმართულებით წასული მუხლები. 

გარდა ვიზუალური ცვლილებებისა, ამ დაავადებას ახასიათებს: 

ტკივილი - წელის ან კისრის არეში, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომის და სიარულის დროს.

შეზღუდული მოძრაობა  ზურგის არეში.

ნევროლოგიური ნიშნები – თუ ხერხემალი ნერვზე ახდენს ზეწოლას, შესაძლოა გამოვლინდეს დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან სისუსტე ფეხებში.

ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება.

ლორდოზის მკურნალობა

ლორდოზის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების ხარისხზე. ამ დროს ეფექტურია სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც მუცლის კუნთებისა და წელის კუნთების  გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ლორდოზის ხერხემლის ფიქსაციისთვის ეფექტურია ორთოპედიული კორსეტების გამოყენება.  

ზურგის კორსეტი - დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.

ამ პროდუქციას მომხმარებლები იყენებენ როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. წელის ქამრები არსებობს სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების. მათი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია წონის კონტროლი და კვების მოწესრიგება ხერხემალზე დატვირთვის შესამცირებლად.