რა არის მაზოლი და როგორ ვუმკურნალოთ მაზოლს?
მაზოლის ამოგდების მრავალი ძველი ხალხური მეთოდი არსებობს. ერთი შეხედვით ეს რთული პროცესი სულაც არ არის , მაგრამ რიგ შემთხვევებში შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მაზოლების ამოგდებას სახლის პირობებში ამჯობინებს და სხვადასხვა აპრობირებულ მეთოდსა და მედიკამენტს იყენებს, მაზოლები მაინც ხშირად ბრუნდება, რადგან პრობლემის სტრუქტურული მიზეზი არ არის მოხსნილი.
შეიძლება თუ არა მაზოლის ამოგდება?
მაზოლი საკმაოდ მტკივნეულია განსაკუთრებით, როდესაც დაზიანებული ადგილი ზეწოლას განიცდის. ამიტომ მისი მოშორება აუცილებელია. თუმცა, არ არის რეკომენდირებული თვითნებურად მჟავის შემცველი მაზოლის პლასტირების გამოყენება, რადგან ამან შესაძლოა ადგილობრივად ანთებითი პროცესი განავითაროს. ხშირ შემთხვევაში მსგავსი პრობლემებით ექიმთან არ მივდივართ, თუმცა არსებობს რიგი შემთხვევები, როდესაც ეს მართლაც საჭიროა.
როგორ უნდა მოვიქცეთ მაზოლის ამოგდების შემთხვევაში?
ქსოვილთა ინფიცირების საშიშროების გამო არ შეიძლება სველი მაზოლის ამოგდება, წვალება და ლიმფით სავსე ბუშტუკების გახვრეტა. კოჟრის დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია კანის მიმდებარე არის დეზინფიცირება.
რა იწვევს მაზოლს?
მაზოლები კანის გასქელებული და გამაგრებული ნაწილებია, რომლებიც ძირითადად ვითარდება მაშინ როდესაც ერთი და იმავე ადგილზე ხდება ხშირი ზეწოლა. მაზოლის გამომწვევი მიზეზებია:
● მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი;
● ხანგრძლივი სიარული;
● ზედმეტი წნევა ტერფის ძვლოვან ადგილებზე;
● არასწორი დგომა;
● მშრალი კანი;
● ვიწრო ფეხსაცმელი, რომელიც არ გერგებათ.
სად ჩნდება მაზოლი ყველაზე ხშირად?
მაზოლები კანზე ხანგრძლივი ზეწოლის შედეგად ჩნდება და ყველაზე ხშირად ვითარდება ტერფებზე ვიწრო ფეხსაცმლის ტარების ან ხელის მტევნებზე გარკვეული სახის სამუშაოს შესრულებისა და ხელების შესაბამისი ჰიგიენის დაუცველობის გამო. ფეხზე თითის მაზოლის გაჩენის უამრავი მიზეზი არსებობს, დაწყებული ვიწრო ფეხსაცმლის ტარებით და არასწორი დგომით და სხვადასხვა დაავადებით დამთავრებული. ხშირად სპორტი და ხშირი სირბილიც ტერფების და თითების დახეთქვას იწვევს. ქალებსაც, რომლებიც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ხშირად იცვამენ, ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ. ხშირად ფეხზე არსებული კოჟრის შემთხვევაში პაციენტები სპეციალურ დასაკრავს იყენებენ. მართალია, ამ მეთოდით მაზოლებს ვერ განკურნავთ, მაგრამ მისი მეშვეობით არსებული ჯანმრთელი თხელი კანი აღარ დაზიანდება და ჯანსაღ სახეს შეინარჩუნებს. გარდა ამისა, ამ დროს ეფექტურია ფეხის თითის რგოლის ტარება. ეს პროდუქტი დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და თითების მაზოლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. ტერფის ბალიშის დასაცავად კი სპეციალური სილიკონის დამცავი საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ პროდუქტების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალ ხედვაში”. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგაც არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.