რა არის მენისკი?

მენისკის გაგლეჯის მიზეზი შესაძლებელია იყოს: არაპირდაპირი ან კომბინირებული ტრავმა, რომელსაც თან სდევს წვივის ძვლის როტაცია.  განმეორებითმა პირდაპირმა ტრავმამ შესაძლოა მენისკის ქრონიკული ტრავმატიზაცია, ანუ  მენისკოპათია,  გამოიწვიოს. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს მენისკის დაზიანება? 

მენისკის ტრავმა მხოლოდ სპორტსმენების პრობლემა არ არის. მენისკის გახევა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოქმედებამ, რომლის დროსაც მუხლს აბრუნებთ ან ეყრდნობით. ხანდაზმულ ადამიანებში სახსრის გაცვეთა ხელს უწყობს მენისკის გაგლეჯას. ამ პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

ტრავმა: მუხლის მკვეთრი მობრუნება ან დატრიალება მაშინ, როცა ტერფი მყარად დგას იატაკზე.

ასაკობრივი ცვლილებები: დროთა განმავლობაში ხრტილი ცვდება, რის გამოც მცირე დატვირთვაც კი საკმარისია მის დასაზიანებლად.

სიმძიმეების აწევა: მუდმივი გადატვირთვა მუხლის სახსარზე.

მენისკის დაზიანების სიმპტომები

მენისკის ტრავმის დროს რთულდება სიარული და დისკომფორტის შეგრძნება. დაზიანებისთანავე შეიძლება ტკივილი არ იყოს მწვავე, მაგრამ სიმპტომები მალევე იჩენს თავს:

ტკივილი: განსაკუთრებით მუხლის დატრიალებისას;

შეშუპება: მუხლი სივდება;

მუხლის სრულად გამართვა ან მოხრა შეუძლებელი ხდება 

მენისკის მკურნალობა

მენისკის დაზიანების დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე კარგი პირველადი დახმარება იმობილიზაციაა, ანუ დატვირთვის შეზღუდვა ამ სახსარზე ან კიდურზე; იმობილიზაციისთვის მიზანშეწონილია მუხლის ფიქსატორების გამოყენება. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ფიქსატორებს სთავაზობს.   განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

სტანდარტული მუხლის ფიქსატორი - მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს. გამოიყენება ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. გარდა ამისა, იდეალური საშუალებაა მენისკის გახევის, მუხლის სახსრის ბურსიტისა და წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების დროს.

მუხლის მატყლის სამაგრი - მუხლის მიდამოში სითბურ ეფექტს უზრუნველყოფს და დაზიანებისგან იცავს.

მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.

მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს.  არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.

ეს მუხლის საფიქსაციო პროდუქტები დაზიანების პრევენციისა და მკურნალობის გარდა, ხელს უწყობს და აჩქარებს  რეაბილიტაციის პროცესს

როგორ ავირიდოთ მენისკის დაზიანება თავიდან? 

მენისკის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა: 

კუნთების გაძლიერება: ძლიერი ბარძაყის კუნთები მუხლს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს.

გახურება: ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის წინ აუცილებელია სახსრების მომზადება.

სწორი ფეხსაცმელი: ატარეთ თქვენი აქტივობის შესაბამისი ფეხსაცმელი, რომელიც უზრუნველყოფს ტერფის სტაბილურობას.

წონის კონტროლი: ზედმეტი კილოგრამები პირდაპირ აისახება მუხლის სახსრების ცვეთაზე.