რა არის მუხლის არტახი?
მუხლის არტახი სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან. ამ პროდუქტს ხშირად გამოიყენებენ მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დროს. მუხლის ტკივილი ნებისმიერი ასაკის ადამიანში შესაძლოა გაჩნდეს და მკურნალობაც პაციენტმა სახლის პირობებში დაიწყოს. ტკივილისა და დისკომფორტის დროს მუხლის უმოძრაოდ გაჩერება მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ პაციენტები ამ დროს ხშირად სარგებლობენ მუხლის არტახებით. მათი გამოყენების დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.
როდის არის საჭირო მუხლის არტახის გამოყენება?
მუხლის არტახი უდრეკი ან/და რბილი მასალისგან, მაგალითად, ორმაგად ლამინირებული,პერფორირებული ნეოპრინისგან მზადდება და სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისა და დაავადების დროს გამოიყენება:
● დაცემა;
● ავარია;
● ინფექციები;
● ოსტეოართრიტი;
● რევმატოიდული ართრიტი.
ეს სამედიცინო პროდუქტი გვხვდება როგორც უჩანართო,ასევე მეტალის ან პლასტმასის ჩანართით. შესაბამისი საფიქსაციოს შერჩევა ხდება პრობლემის ტიპისა და მისი ხასიათის მიხედვით. თუ გვესაჭიროება სახსრის სრული იმობილიზიცია, რეკომენდებულია მუხლის ორთეზის ან მეტალისჩანართიანი ფიქსატორის გამოყენება.შეძენამდე სასურველია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები.
რა ტიპის მუხლის არტახები არსებობს?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის არტახებს სთავაზობს. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● მარტივი მუხლის დამჭერი - გამოიყენება რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება და უზრუნველყოფს თბორეგულაციას. არსებობს როგორც დახურული, ასევე ღია, კვირისტავის დამცავი სილიკონით.
● მუხლის ფოსოს და იოგის დამჭერი - გამოიყენება მუხლის სახსრის ტრავმების, მყესებისა და იოგების დაზიანების, ოსტეოართრიტისა და მენისკის დაზიანების დროს. არსებობს როგორც მოკლე,ასევე გრძელი მოდელი,რომელსაც დამატებითი ღვედებიც აქვს მეტი ფიქსაციისთვის.
● მუხლის ფიქსატორი რკინის ჩანართებით - მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას უზრუნველყოფს იოგების დაჭიმულობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და სხვა პრობლემების დროს. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
● მუხლის დამჭერი ბალიშით - კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.
● მყესის დამჭერი - გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს.
● მუხლის ორთეზი კონტროლირებადი მექანიზმით - გვერდებზე არსებული კონტროლირებადი მექანიზმის დახმარებით შეგიძლიათ ფეხი სასურველ დონეზე მოხაროთ და გაშალოთ, მუხლის სახსრის მოხრის კუთხის რეგულირებით. გამოიყენება მყესების დაზიანებისა და სხვა ტრავმების დროს, ოპერაციის შემდგომ, ექიმის დანიშნულებით.
სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა, როგორც მაღაზიებში ასევე ონლაინ რეჟიმში, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. „ახალი ხედვის“ პროდუქციას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში შეკვეთიდან უმოკლეს ვადაში მიიღებთ.