რა არის ტენდიტი და როგორ ვუმკურნალოთ მას?

ტენდინიტი - არის მყესის ანთება, რომელიც ძირითადად ჭარბი ფიზიკური აქტივობისა და განმეორებითი მოძრაობების შედეგად ვითარდება.  ანთებადი მყესები მოძრაობის ან ზეწოლის დროს საკმაოდ მტკივნეულია. ტენდინიტის სიმძიმიდან გამომდინარე, თუნდაც მცირედით მყესის მოძრაობა სახსრების ტკივილს იწვევს. ეს პროცესი უარყოფითად აისახება ყოველდღიურ საქმიანობაში და დისკომფორტს იწვევს მოძრაობისას.

ტენდიტის სიმპტომები

ტენდიტის დროს ანთებადი მყესები მოძრაობის ან ზეწოლის დროს მტკივნეულია. ზოგჯერ მყესი ან მისი ბუდე შუპდება და შეხებით ტემპერატურაც მომატებულია.  ამ დაავადებას ახასიათებს ლოკალური ტკივილი და მყესის შეშუპება. ტენდიტის სიმპტომებია:

სიარულის დროს სირთულეები;

ძლიერი ტკივილი;

მოძრაობის შეზღუდვა;

კიდურების დაწითლება;

ხელებით ნივთების დაჭერის პრობლემა. 

ტენდიტის გამომწვევი მიზეზები

ტენდინიტი ძირითადად, საშუალო ან უფროს ასაკში ვითარდება, რადგან ისინი შედარებით დასუსტებული, დაზიანებისა და ანთებისადმი მიდრეკილი ხდება. ამ დაავადების წარმოქმნა  ახალგაზრდებში შესაძლოა ძლიერი ფიზიკურ ვარჯიშს ან განმეორებადი სამუშაოს შესრულებას უკავშირდებოდეს. ტენდიტის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

სახსრებზე ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა;

ტრავმები;

ინფექციები;

რევმატიული დაავადებები. 

ტენდიტის მკურნალობის გზები

პაციენტები დაავადების დროს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს იღებენ. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ინიშნება ფიზიოთერაპია. ტენდიტის მკურნალობის დროს ასევე, ეფექტურია მოსვენება და სახსრის იმობილიზაცია. ამ დროს რეკომენდირებულია ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ფიქსატორები არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი და თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს. ძირითადად, ამ პროდუქტს პაციენტები ტრავმების შემთხვევაში, რეაბილიტაციის პერიოდში ან რომელიმე დაავადების მკურნალობის პროცესში იყენებენ. ამ პროდუქციის დიდი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. ფილიალებში წარმოდგენილი სამედიცინო ფიქსატორების  მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 12 ფილიალში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ხელმისაწვდომია გამოწერაც კომპანიის ვებგვერდზე.