სახსრების ანთება და ართრიტი

სახსრების ანთება და ართრიტი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება განუვითარდეს,  მათ შორის ბავშვებსაც. ართრიტი არის  ანთებითი ხასიათის მქონე დაავადება, რომელიც  დედამიწის მოსახლეობის 2%- ში გვხვდება. ეს პრობლემა ზოგჯერ იმუნურ სისტემაში მიმდინარე ცვლილების შედეგად ვითარდება, ზოგჯერ კი  გადატანილი ინფექციური დაავადების გართულებას უკავშირდება. 

ართირტის სიმპტომები

ართრიტი ყოველთვის მწვავე სახსრების ტკივილითა და შეშუპებით, დაზიანებული სახსრის ირგვლივ კანის შეწითლებითა და სხეულის ტემპერატურის მატებით იწყება. მედიცინაში ცნობილია ართრიტის სხვადასხვა სახეობა, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.  ოსტეოართრიტი ვითარდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს სახსრებს, რაც იწვევს მათ ტკივილსა და შეშუპებას. რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს კი  ხშირად სხვა ქსოვილებთან და ორგანოებთან დაკავშირებული პრობლემებიც უვითარდებათ. სახსრების ანთების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება: 

მტევნის;

მაჯის; 

ტერფის; 

იდაყვის;

მუხლის სახსრები.

მოგვიანებით ანთებითი პროცესი შესაძლოა შინაგან ორგანოებზეც გავრცელდეს: გულზე, ღვიძლსა და თირკმელებზე.

ართრიტის მკურნალობის გზები

სახსრების დაავადებების პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას. უხეში მოძრაობების, გადაჭარბებული დატვირთვის, სიმძიმეების აწევისაგან თავის შეკავებას, ამავე დროს აქტივობის, მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმის დაცვას.  სახსრების ტკივილების დროს რეკომენდებულია მოხერხებული ფეხსაცმლისა და ფიქსატორების ტარება. ფიქსატორები ტკივილების შემცირებას უწყობს ხელს.  მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ფიქსატორი მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან იცავს. მუხლის სახსრის საიმედო ფიქსაციას კი მუხლის ფიქსატორები უზრუნველყოფს.  რევმატოიდული ართრიტის და კონტრაქტურების დროს იყენებენ სხივ–მაჯისა და თითების ფიქსატორს. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს მაჯის და ფალანგთაშორისი სახსრების ფიქსაციას და იძლევა 30 გრადუსით მაჯის გადახრის საშუალებას. მხრის სახსრის ართრიტის შემდეგ კი აქტიურად ატარებენ მხრის სამაგრს, რომელიც უზრუნველყოფს მხრის სახსრის დაცვას ქრონიკული ტკივილისა და კუნთების დაჭიმვისგან. არსებობს ასევე კოჭის, თითის, იდაყვის, კისრის და ტერფის ფიქსატორები. ისინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადების პრევენციისა და მკურნალობისთვის, ასევე რეაბილიტაციის პროცესში.  უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია წარმოდგენილია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.  მათი შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის 13 ფილიალში  -  თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუში, ასევე ონლაინ,კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.