რადიკულიტი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
რადიკულიტი ხშირ შემთხვევაში ოსტეოქონდროზით არის განპირობებული და მას ძლიერი ტკივილი ახლავს თან. ამ დაავადების დროს მალთაშუა დისკი კარგავს მოქნილობას, ლაგდება მარილები და ზიანდება ნერვები. არსებობს კისრის, მხარ-კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტი. ეს დაავადება შესაძლოა შეგვხვდეს, როგორც შუახნის,ისე ხანდაზმულ ადამიანებში. ახალგაზრდებში კი რადიკულიტი ჩნდება პროფესიონალ სპორტსმენებსა და გონებრივი შრომით დაკავებულ პირებში - საათობით კომპიუტერთან ჯდომის გამო.
რადიკულიტის სიმპტომები
რადიკულიტის მთავარი სიმპტომი ტკივილია. მისი ლოკალიზაცია კი დამოკიდებულია იმაზე,თუ ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. ასე, რომ რადიკულიტს ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
❖ კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ტკივილი, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, თავბრუსხვევა და არამყარი სიარული;
❖ მხარ-კისრის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
მხრისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი, რომელიც ძლიერდება სხეულის ამ ნაწილების მოძრაობისას;
❖ გულმკერდის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც მწვავდება სუნთქვის დროს;
❖ გავა-წელის რადიკულიტის დამახასიათებელი სიმპტომებია:
ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ,რომელიც ძლიერდება მოძრაობის, სიარულისა და დახრის დროს.
რა იწვევს რადიკულიტს?
რადიკულიტი უმეტეს შემთხვევაში ოსტეოქონდროზით არის განპირობებული. ასევე, ეს დაავადება უკავშირდება ხერხემლის ტრავმას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთებასა და დისტროფიულ ცვლილებებს. მისი გამომწვევი სხვა მიზეზებია:
● მემკვიდრეობითი ფაქტორები;
● პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნეები;
● ქრონიკული ართრიტი;
● ანთებითი პროცესები;
● მეტაბოლური დარღვევები.
რადიკულიტის მკურნალობა
რადიკულიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაშია ეს დაავადება. არსებობს მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ორთოპედიული დანიშნულების მქონე სპეციალური ნივთები. რადიკულიტის დროს ხშირად ატარებენ წელის კორსეტებსა და ქამრებს. ამ მიმართულებით მრავალფეროვანია არჩევანია კომპანია “ახალი ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური,მატყლის ან ნეოპრინის მასალისგან. მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
● წელის სტანდარტული კორსეტი - არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს. დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, უზრუნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას.
● წელის კორსეტი პლასტმასის ჩანართით - წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამავე არეში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისი ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას.
● მატყლის წელის კორსეტი - უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს და უმნიშვნელო კომპრესიას წელის არეში.