რამ შეიძლება გამოიწვიოს კისრის დაჭიმულობა?
კისრის დაჭიმულობა განსაკუთრებით აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს დაძაბულ რეჟიმში უწევთ მუშაობა. ეს პრობლემა საკმაოდ ხშირია, რადგან სხეულის ამ ნაწილში მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები – რეცეპტორები. კისრის დაჭიმულობის გამომწვევი მიზეზებია:
● კომპიუტერსა თუ სმარტფონთან დაძაბულ მდგომარეობაში მუშაობა;
● ცუდ პოზიციაში ჯდომა ან კითხვა;
● არასწორი მოძრაობა.
ამ მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტი, კი თავისთავად კისრის ტკივილს განაპირობებს.
რა უნდა გავითვალისწინოთ კისრის დაჭიმულობის დროს?
დიდი დროით ტელეფონში ყურება, კომპიუტერთან და ტელევიზორთან ჯდომა ხელს უწყობს კისრის დაჭიმულობას. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს - შესაძლოა იყოს მწვავე, ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ეს პრობლემა ასევე, ხშირია სპორტსმენებში რადგან კისრის დაჭიმვა ხშირად ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ ვლინდება. დისკომფორტის მოხსნასა და პროფილაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ვარჯიშებსა და მასაჟს. რაც შეეხება პრევენციული ღონისძიებებს - არსებობს რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც შეგიძლიათ გადადგათ მომავალში კისრის პრობლემების რისკის შესამცირებლად, როგორიცაა: კალციუმისა და D ვიტამინის დანამატების მიღება, სათანადო პოზის პრაქტიკა და და სპეციალური ვარჯიშების შესრულება.
● კისერი და თავი შეინარჩუნეთ სწორ - ნეიტრალურ მდგომარეობაში. ეს ნიშნავს, რომ მთელი დღის განმავლობაში მოერიდოთ თავის წინ დახრას და უკან გადაწევას.
● თუ კომპიუტერთან მუშაობა გიწევთ, მონიტორი დააყენეთ თვალების სისწორეზე.
● წოლის დროს მოერიდეთ წიგნის კითხვას.
● ძილის დროს კი ხერხემალი სწორ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ და გამოიყენეთ ორთოპედიული ბალიში.
კისრის დაჭიმულობის მკურნალობა
დაჭიმულობის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კისრის ფიქსატორების და ორთოპედიული ბალიშის გამოყენებას. ამ პროდუქტების შეძენისას გაითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა, დაზიანების ხარისხი ან ტრავმის სირთულე. ეს პროდუქტი კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას მოგიხსნით. კისრის ფიქსატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. ექსკლუზიური ბრენდების - მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger - ის ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში - თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: