რამ შეიძლება გამოიწვიოს რადიკულიტი?

 

რადიკულიტი უმეტეს შემთხვევაში ოსტეოქონდროზით არის განპირობებული. ასევე, ეს დაავადება უკავშირდება ხერხემლის ტრავმას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთებასა და დისტროფიულ  ცვლილებებს.  მისი გამომწვევი სხვა მიზეზებია:

მემკვიდრეობითი ფაქტორები;

პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნეები;

ქრონიკული ართრიტი;

ანთებითი პროცესები;

მეტაბოლური დარღვევები.

რადიკულიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაშია ეს დაავადება. არსებობს მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და რადიკულიტის ქამარი. რადიკულიტის დროს ხშირად ატარებენ წელის კორსეტებსა და ქამრებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

წელის სტანდარტული კორსეტი - არის სტანდარტული ზომის და ადვილად ერგება ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს.   დამზადებულია ანტიალერგიული მასალისგან, უზრნველყოფს წელის ფიქსაციასა და დაცვას, ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. 

წელის სამაგრი პლასტმასის ჩანართით -  წელს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და ამავე არეში სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მისი ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას.

მატყლის წელის კორსეტი -  უზრუნველყოფს სითბურ ეფექტს და უმნიშვნელო კომპრესიას წელის არეში.

ამ მიმართულებით მრავალფეროვანია არჩევანია კომპანია “ახალი ხედვაში”.  უმაღლესი ხარისხის  ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური, აკრილის ან ნეოპრინის მასალისგან. მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და ხელს უწყობს სითბოს შენარჩუნებას.