რამ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტრავმა?

ზურგის ტრავმებს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ზოგჯერ ზურგის ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი, როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. ზურგის ტრავმა ძირითადად, მოულოდნელ შემთხვევებს უკავშირდება. ეს შესაძლოა, მძიმე საგნის აწევა, დაჭიმულობა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან  დაცემა იყოს. განსაკუთრებით ხშირია ტრავმების ტენდეცია ზამთარში, თხილამურებით სრიალის დროს. 

ზურგის ტრავმის სიმპტომები

იქიდან გამომდინარე, რომ ზურგის ტრავმა სხვადასხვა მიზეზს უკავშირდება, შესაბამისად, სიმპტომებიც განსხვავებული აქვს. ხერხემლის პათოლოგიების დროს ხშირად ადამიანებს ზურგი წოლის დროს აწუხებთ. ზურგის ტრავმების დამახასიათებელი სიმპტომებია:

კუნთების დაჭიმულობა;

ტკივილი;

მოძრაობის შეზღუდვა.

ზურგის ქამრები

ზურგის ტრავმის მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ და მსუბუქი ვარჯიშით ან ცურვით დაკავდეთ. ამ დროს რეკომენდებულია სწორ ადგილზე ფეხით სიარულიც,  რადგან ეს პროცესი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და კუნთებს აძლიერებს.  მკურნალობის დროს პაციენტები გასაყუჩებლად  პრეპარატებსაც იყენებენ და ზურგის ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში  დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. მისი მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. უმაღლესი ხარისხის ეს პროდუქტები საქართველოს მასშტაბით 12 ორთოპედიულ მაღაზიაშია წარმოდგენილი. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები - მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


წელის კორსეტი მეტალის ჩანართებით - დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან. 26 ან 32 სმ სიმაღლის მეტალის ჩანართები და დამატებითი ღვედები უზრუნველყოფს წელის არის სრულ იმობილიზაციას და ეფექტურ ფიქსაციას. გამოიყენება წელის მალების მოტეხილობის, მალთა-შუა დისკის თიაქრისა და სხვა ტიპის დაზიანებების დროს.

ხერხემლის კორსეტი - აფიქსირებს მთლიანი ხერხემლის სვეტს. აქვს მეტალის ჩანართები მთლიანი ხერხემლის სიგრძეზე. გამოიყენება მალების  მოტეხილობის, სქოლიოზის, კიფოზისა და ხერხემლის მრავლობითი თიაქრის დროს.

წელის სტანდარტული კორსეტი - ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს. დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. 

წელის მატყლის კორსეტი - სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

მათი შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. კომპანია “ახალი ხედვა” გთავაზობთ ონლაინ შესყიდვასაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი.  შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლეს დროში მოგიტანთ.