ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

მჯდომარე ცხოვრების წესს, ხერხემლის პათოლოგიებს, ფიზიკურ დატვირთვას და პროფესიულ საქმიანობას მედიკოსები ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად მიიჩნევენ.  ამ პრობლემის გამომწვევ ფაქტორებს შორისაა:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;

მოუხერხებელი მოძრაობა;

ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;

სპონდილოზი;

რადიკულოპათია ;

კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.

ზურგის ტკივილის სიმპტომები

ზურგის ტკივილს სხვადასხვა სახის სიმპტომები ახლავს თან,დისკომფორტი სხვადასხვა მხარეს და განსხვავებული სიძლიერით. შესაძლოა, ზურგის ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს იყოს გამოხატული, ასევე ზედა და ქვედა ნაწილშიც - ეს დამოკიდებულია ტკივილის მიზეზებზე:

ზურგის შუა და ქვედა ნაწილებში ტკივილი - კუნთების დაჭიმულობისა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის დროს ჩნდება;

ზურგის ქვედა ნაწილში ან მხრებისა და კისრის არეში ტკივილი - სიმძიმეების აწევას უკავშირდება. 

ზურგის ტკივილი და ბეჭების წვა წოლის დროს შესაძლოა,ხერხემლის პათოლოგიების შემთხვევაში გამოვლინდეს.

მკურნალობის გზები

ზურგის ტკივილს ადამიანებს საგრძნობლად უმსუბუქებს ორთოპედიული ფიქსატორების გამოყენება. ამ პროდუქტს მომხმარებლები იყენებენ როგორც  პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში. ამ პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის, ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების მქონე უმაღლესი ხარისხის ზურგის ფიქსატორები. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

წელის კორსეტი - გამოიყენება სპორტული დაზიანებების,მალთაშუა დისკის თიაქრის, ზურგის კუნთების დაჭიმვის,სპონდილოზის და იოგების/მყესის დაზიანების მკურნალობის პროცესში.

ზურგის ფიქსატორების შეძენა შესაძლებელია კომპანია “ახალი ხედვის” 12 მაღაზიაში, რომლებიც თბილისის გარდა, გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. სამედიცინო ნივთების შეკვეთა ხდება ონლაინ რეჟიმშიც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ.პროდუქტს საქართველოს მასშტაბით უმოკლეს დროში მიიღებთ.