რატომ არის მნიშვნელოვანი ორთოპედიული ბალიშების გამოყენება?

ორთოპედიული ბალიშები ძირითადად, გათვლილია მათთვის, ვისაც მუშაობის პროცესში დიდხანს ჯდომა უწევს, ასეთი ადამიანების რაოდენობა კი თანამედროვე სამყაროში საკმაოდ დიდია.  ეს პროდუქტი სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის, წელისა და კისრის ტკივილის აღმოფხვრასაც უწყობს ხელს. ასევე,  ბალიშები უზრუნველყოფს სხეულის   სწორ   პოზიციონირებას და ადამიანებს მშვიდად ძილშიც ეხმარება.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა ბალიშები მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ღამე, კი  ორთოპედიული ბალიშის გამოყენება მშვიდი და უსაფრთხო ძილის გარანტიაა. ბალიშები იდეალურია მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. იცოდეთ, რომ ორთოპედიული ბალიშები მგზავრობას ბევრად სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის, მათი განსაკუთრებული ფორმა თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც კისრისა და ზურგის არეში დისკომფორტის მოხსნაში დაგეხმარებათ. განვიხილოთ, ორთოპედიული ბალიშების ტიპები და რა პრობლემის დროს  შეიძლება მათი გამოყენება:

კისრის ორთოპედიული ბალიში -  განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის. მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის, თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.

ზურგის ბალიში - აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში. დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან. იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ოფისში მუშაობა და ძირითადად ჯდომა უწევთ.

სავარძლის ბალიში - იყენებენ ძირითადად ის ადამიანები, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და  კუდუსუნის არეში ტკივილი აწუხებთ. სავარძლის ბალიში ასევე აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის პროგრესირებას.

რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში - განკუთვნილია გულძმარვისთვის. ბალიშის ამაღლებული ზედაპირი სხეულის სწორ მდგომარეობაში ფიქსაციას უზრუნველყოფს, რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.

ორთოპედიული ბალიშების  მრავალფეროვან არჩევანს მომხმარებლებს სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა”  სთავაზობს. უმაღლესი ხარისხის ცნობილი ბრენდების ეს პროდუქცია სამედიცინო ჯგუფის საფირმო მაღაზიებში - თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში  არის წარმოდგენილი. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:

სხეულის   სწორ   პოზიციონირებას;

მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;

ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში;

უზრუნველყოფს ხერხემლის სწორ მდგომარეობაში შენარჩუნებას.

გარდა ამისა, კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიული ბალიშები ლატექსის   მასალისგანაა დამზადებულ და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. მისი მოხსნა და გარეცხვა შესაძლებელია, რაც გამოყენების პროცესს უფრო კომფორტულს ხდის.