რატომ უნდა გამოვიყენოთ წელის ქამრები წელის ტკივილის დროს?

 

თანამედროვე სამყაროში ადამიანების უდიდესი ნაწილის სამუშაო რეჟიმი ოფისში დიდხანს ჯდომას უკავშირდება. კომპიუტერთან საათობით ყოფნა კი წელზე გართულებას იწვევს. მისი მავნე ზეგავლენა ნებისმიერი ასაკის ადამიანზე მოქმედებს და დროთა განმავლობაში ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებს ქმნის.  ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ დაავადებებისა და გართულებების პრევენციის მიზნით, წელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ორთოპედიული პროდუქტები გამოვიყენოთ. მათი გამოყენება ეფექტურია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:

მალთაშუა დისკის თიაქარი;

წელის ტკივილი;

ოსტეოქონდროზი;

რადიკულიტი;

სქოლიოზი და სხვა.

ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის და წელის იმობილიზაციას, რაც წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას უზრუნველყოფს. წელის ქამარები უზრუნველყოფს:

ტკივილის შემსუბუქებას;

სხვადასხვა დაავადების პრევენციას;

ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დაფიქსირებას.

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვაში” უმაღლესი ხარისხის წელის ქამრებს შეხვდებით. სამედიცინო ჯგუფი იმპორტს თურქული, იტალიური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან წლებია აწარმოებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს . 

წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, პლასტმასის ჩანართები და დამატებითი ღვედი აძლიერებს ფიქსაციას. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

გულ-მკერდის კორსეტი - იცავს მკერდის ძვალს გულ-მკერდის ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ასევე გამოიყენება მკერდის ძვლის მოტეხილობის დროს. დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას.

ორსულობის ქამარი - ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.

მათი შეძენა თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში - გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია შესაძლებელი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც ხდება. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო.