რისთვის არის საჭირო ქუსლის ბალიში?
ქუსლის ბალიშს იყენებენ როგორც დაავადებების ისე, სიარულისა და სპორტული აქტივობის დროს. ეს პროდუქტი ტერფზე არსებული სხვადასხვა პრობლემების დროს გამოიყენება. ეს შეიძლება იყოს: გარსის ანთება, რომელიც ბრტყელტერფიანობის, ჭარბი წონის, ფიზიკური გადატვირთვის, არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის გამო იჭიმება. ამ დროს ადამიანი უჩივის ქუსლის ტკივილს, განსაკუთრებით - დილაობით, საწოლიდან ადგომისას, ანდა ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ფეხის გადადგმისთანავე. ქუსლის არეში ტკივილს ხშირად იწვევს ქრონიკული ანთებითი რევმატული დაავადებებიც , როგორიცაა: ფსორიაზული ართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ოსტეოპოროზი. ამ პრობლემების დროს რეკომენდირებულია ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის გამოყენება.
როდის უნდა გამოვიყენოთ ქუსლის ბალიში?
ქუსლის ბალიში გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის ტარება ეფექტურია როგორც აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის დროს, ასევე ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად და ტრავმის შემდგომ პერიოდში. ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის გამოყენება რეკომენდირებულია:
● ქუსლის დაჭიმულობის დროს;
● რეაქტიული და რევმატოიდული ართრიტის დროს;
● პოდაგრის დროს;
● ოსტეოპოროზის დროს;
● აქილევსის ტენდინიტის დროს;
● აქილევსის მყესის გაწყვეტის დროს;
● ბურსიტის დროს;
სად შევიძინოთ ქუსლის ბალიში?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ქუსლის ბალიშებს სთავაზობს. ეს პროდუქცია ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
-
ქუსლის ფიქსატორი - გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .
-
ქუსლის სუპინატორი - დამზადებულია სილიკონისგან და იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება.
-
სილიკონის ქუსლის ბალიში - დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს.
სამედიცინო ჯგუფის ქუსლის ასამაღლებელი ბალიშები საფირმო მაღაზიებში - დედაქალაქის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის წარმოდგენილი. მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ, სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ პროდუქტს კი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მიიღებთ.