რისთვის გამოიყენება საორსულე ბანდაჟი?

საორსულე ბანდაჟი ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ეს პროდუქტი, ძირითადად,  ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან გამოიყენება. საორსულე ბანდაჟი ასევე ხელს უწყობს  კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, წელის ტკივილის შემცირებასა და ზედმეტი გართულებების პრევენციას. უმაღლესი ხარისხის ეს ორთოპედიული პროდუქტები ხელმისაწვდომია კომპანია “ახალი ხედვის” მაღაზიებში. სხვა პროდუქტების მსგავსად, ეს სამედიცინო საშუალებებიც ოპტიმალურ ფასებში თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე  მაღაზიებშია წარმოდგენილი. ფილიალებში თქვენ შეხვდებით ექსკლუზიური ბრენდების: Anita-ს,  Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Bauerfeind-ის, Berger-ის და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების საორსულე ბანდაჟებს, მშობიარობის შემდგომ ქამრებსა და სხვა საორსულე სამედიცინო საშუალებებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი: 

საორსულე ბანდაჟი - ხელს უწყობს ზურგისა და წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებას. ძირითადად, გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში. ასევე პოსტურული დარღვევებისა და მსუბუქი ხარისხის კიფოზის დროს. ბანდაჟი ხელმისაწვდომია ზურგდამჭერითა და მის გარეშე.

ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) - ორსულობის ბანდაჟი (მუცლის დამჭერით) მთელი ორსულობის განმავლობაში ამცირებს დატვირთვას ზურგის არეში. ბანდაჟის კერვის უმაღლესი ტექნოლოგია უზრუნველყოფს წელის მიდამოში ტკივილის შემცირებას. მისი გამოყენება კომფორტულია არა მარტო გადაადგილების, არამედ ჯდომის დროსაც.

ოპერაციის შემდგომი ქამარი ­- ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული 26 სმ სიმაღლის  კორსეტია, რომელიც გამოიყენება როგორც პოსტ-ოპერაციულად, ასევე მშობიარობის შემდეგ. კორსეტის გამოყენებისას ზუსტად შეარჩიეთ ზომა, რათა არ გქონდეთ ძალიან მჭიდროდ და არ იწვევდეს ჭრილობის გაღიზიანებას.  

როგორ შევარჩიოთ საორსულე ბანდაჟი?

ორსულობის ქამრების გამოყენების მთავარი მიზანი მშობიარობამდე მყოფი ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ პროდუქტის სხვადასხვა ტიპი არსებობს და სწორად უნდა შევარჩიოთ ისინი.  ეს პროდუქცია დამზადებულია ბამბის ელასტიური ჰაერგამტარი ქსოვილისგან და მასში არსებული ფორების წყალობით ოფლის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი. საორსულე ბანდაჟს აქვს დამატებითი ღვედები და პლასტმასის ჩანართები, რომლებიც ფიქსაციას აძლიერებს. თუ ორსულობის დროს დაჭიმულობას გრძნობთ და ზურგის არეში ტკივილს განიცდით, მაშინ 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ორსულობის სამაგრი  უნდა ატაროთ, რომელსაც ზურგ-დამჭერიც აქვს და ხერხემალში ტკივილის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს. საორსულე ბანდაჟის გამოყენება კი ზურგის კუნთების გაძლიერებას უზრუნველყოფს და   მუცლის დაწევას უშლის ხელს. მისი დამატებითი შესაკრავები ასევე ხელს უწყობს წელის არის გაძლიერებას. გარდა იმისა, რომ საორსულე ქამრები ზურგის არეში ტკივილის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და ქალებს სხვა პრობლემების დაძლევაშიც ეხმარება, ის ასევე ორსულებში  ხერხემლის სხვადასხვა დაავადების განვითარების პრევენციასაც ახდენს.  სასურველია, რომ  საორსულე ბანდაჟის გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და მისი დანიშნულების მიხედვით გამოიყენოთ შერჩეული პროდუქტი.  “ახალი ხედვის” უმაღლესი ხარისხის საორსულე ბანდაჟების შეძენა ფილიალებში და ონლაინ მეთოდით, ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ შეგიძლიათ. კომპანია Anita -ს ბრენდის ექსკლუზიური პარტნიორია.  Anita 1886 წლიდან დღემდე მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ბრენდია. მისი პროდუქცია დაცულია მავნე და ქიმიური ნივთიერებებისგან და ბრენდი  ისეთი სერტიფიკატების მფლობელია, რომელიც  მომხმარებლებს უმაღლესი უსაფრთხოებისა და ნდობის გარანტიის საფუძველს აძლევს.