რისთვის გამოიყენება ქუსლის ასამაღლებელი ბალიში?

ქუსლის ასამაღლებელი ბალიში   სხვადასხვა დაავადების დროს გამოიყენება. ამ პროდუქტის ტარება ეფექტურია აქილევსის მყესის დაზიანების, მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციისა და ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად. ქუსლის ასამაღლებელ ბალიშს აქტიურად იყენებენ, ასევე, ტრავმის შემდგომ პერიოდში. ის დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. ამ პროდუქტის გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს ქუსლის ასამაღლებლად. ის ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს. ამ მოდელის გარდა, კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ქუსლის ფიქსატორებს სთავაზობს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

ქუსლის ფიქსატორი -გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში ძლიერი ტკივილი და შეშუპება გაწუხებთ .

ქუსლის ფიქსატორი, იგივე ქუსლის სუპინატორი ან ქუსლის თასი დამზადებულია სილიკონისგან და  იდეალურია ქუსლის ტკივილი დროს. ასევე რეკომენდებულია მისი ტარება ქუსლის დეზის  შემთხვევაში . ქუსლის დეზი არის წვეტიანი წანაზარდი და  ხშირად აწუხებს სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა, ასევე ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. 

ეს პროდუქცია ადამიანებს სხვადასხვა დაავადების დროს მკურნალობის პროცესში ეხმარება და ტკივილსაც უმსუბუქებს. სამედიცინო ჯგუფის ქუსლის ფიქსატორები 13 საფირმო მაღაზიაშია წარმოდგენილი. დედაქალაქის გარდა, მათი შერჩევა გორში, ქუთაისსა და ბათუმში არის შესაძლებელი.   მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ მეთოდითაც. ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირების შემდეგ სასურველ ნივთს მარტივად გამოიწერთ. შერჩეულ ფიქსატორს კი კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეგიონში მოგაწვდით.