• 105.247 ქუსლის ბალიში - სილიკონის
105.247 ქუსლის ბალიში - სილიკონის

105.247 ქუსლის ბალიში - სილიკონის

55.00¢
კოდი:105.247
-
+

გამოიყენება აქილევსის მყესის დაზიანების დროს

დაგვიკავშირდით: 0322 18 25 38
განვადება
პროდუქტის დეტალები
ტექნიკური აღწერა
სამედიცინო აღწერა
რჩევები

ქუსლის ასამაღლებელი ბალიში

ქუსლის ასამაღლებელი ბალიში არის 100% სილიკონის მასალისგან დამზადებული საშუალება. გამოიყენება აქილევსის მყესის დაზიანებისა და მენჯ-ბარძაყის დეფორმაციის დროს,ასევე ტრავმის შემდეგ.  დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სიარულის, ასევე სპორტული აქტივობის დროს, ქუსლის ასამაღლებლად. 

როდის არის საჭირო ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის გამოიყენება?

ქუსლის ასამაღლებელი ბალიში უნდა გამოიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ ქუსლის არეში გაწუხებთ ძლიერი ტკივილები და შეშუპება. გარდა ამისა, შესაძლოა, სიარულის დროს ფეხის მოხრა გიჭირდეთ ან ფეხის წვერებზე ვერ დგებოდეთ. ტერფის ტკივილი ხშირად გამოწვეულია ქუსლის დეზით, რომელიც წვეტიანი წანაზარდია. ეს დაავადება აწუხებთ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ბევრს დარბიან. ქუსლის დეზის გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი სიარული და დგომის დარღვევა. ასევე, ჭარბი წონა და არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება. რაც შეეხება აქილევსის მყესის დაზიანებას, ეს რბილი ქსოვილების დახურული ტრავმაა. მას იწვევს წვივის კუნთის დაპატარავება, გახურების გარეშე ვარჯიშის დაწყება, კუნთების დაზიანება და ა.შ. ამ პრობლემების განვითარებას თავიდან აიცილებთ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ორთოპედიულ საშუალებას – ქუსლის ასამაღლებელ  ბალიშს გამოიყენებთ.ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება მენჯ-ბარძაყის დეფორმაციის დროს,ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად,რაც გადაადგილებას უფრო კომფორტულს ხდის.მისი შეძენა “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში შეგიძლიათ, როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებშიც. გარდა ამისა, კომპანია ონლაინ გაყიდვებსაც გთავაზობთ – უბრალოდ გადადით ვებ-გვერდზე akhalikhedva.ge, გაიარეთ ავტორიზაცია, მოიძიეთ სასურველი პროდუქტი და შეიძინეთ სახლიდან გაუსვლელად. თბილისში საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი ფოსტით გამოგიგზავნიან შეკვეთას. 

რამდენი ხნის განმავლობაშია ქუსლის ასამაღლებელი ბალიშის გამოყენება რეკომენდირებული?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. გირჩევთ, რომ დაუკავშირდეთ პირად ექიმს და მასთან გაიაროთ კონსულტაცია. გამოყენების ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული.