რისთვის გამოიყენება სილიკონის ჩასაფენი?

სილიკონის ჩასაფენი  ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ბოლო პერიოდში ეს პროდუქტი ერთ-ერთი მოთხოვნადი ნივთია, რადგან მთელს მსოფლიოში ტერფის პრობლემებმა საკმაოდ იმატა. სილიკონის ჩასაფენი კი გამოიყენება როგორც ბრტყელი თაღის მკურნალობის მიზნით, ასევე ხელს უწყობს ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების შემცირებას დღის მანძილზე. მათ სატარებლად ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 2-3 სმ ქუსლი. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში მშობლებმა სპეციალისტს უნდა მიმართონ და მათი რეკომენდაციის მიხედით მოხდეს ორთოპედიული ფეხსაცმლისა თუ ჩასაფენის შერჩევა. 

ტერფის კვლევა

ზოგადად, ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამას კომპიუტერული კვლევა სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას, რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკას ახდენს უახლესი თაობის იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს.  ამის საფუძველზე კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორების) დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

ტერფის პრობლემები და მისი მკურნალობა

ტერფის პრობლემების გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ეს ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებული, რომლის დროსაც დაზიანების   რისკი მაღალია. ტერფის ტკივილის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ღრძობა ან დაჭიმულობაა, აუცილებელია მისი ფიქსაცია, რისთვისაც ექიმები ორთოპედიულ ფიქსატორებს ნიშნავენ. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის 13 საფირმო მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის ტერფისა და კოჭ-წვივის ფიქსატორები ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი.  სასურველი პროდუქტების შერჩევა  თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი. ამისთვის, მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.